Fitch ლიბერთი ბანკის მფლობელის ცვლილებას აფასებს

სარეიტინგო სააგენტო Fitch "ლიბერთი ბანკში" განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს. სააგენტო მიიჩნევს, რომ საკონტროლო პაკეტის European Financial Group B.V-ზე გადაცემას ბანკის რეიტინგზე ნეიტრალური გავლენა ექნება.  

ბანკის აქციების 74,64% ნიდერლანდებში დაფუძნებუმა კომპანიამ EFG-მ იყიდა. შედეგად, ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ მანამდე  ბანკის 58%-იანი წილი სადავო იყო სამართალწარმოების პროცესის გამო, თუმცა ეს საკითხი გადაწყდა.

Fitch აღნიშნავს, რომ ბანკის რეიტინგზე დადებით გავლენას ახდენს სტაბილური ეკონომიკური გარემო და ლარის გაცვლითი კურსი, ასევე მოგების მაღალი მაჩვენებელი, ადეკვატური კაპიტალიზაცია და სტაბილური დაფინანსების ბაზა.

Fitch ბანკის მფლობელების ცვლილების შემდეგ, მისი ბიზნესმოდელის რადიკალურ ცვლილებას არ ელოდება, ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელების შეცვლა დაეხმარება ბანკს საკუთარი დაფინანსების ბაზის დივერსიფიკაციაში, რადგან ახლა ლიბერთი ბანკისთვის დაფინანსების ის წყაროები გახდა ხელმისაწვდომი, რომელიც სამართალწარმოების გამო შეზღუდული იყო.

ლიბერთი ბანკი Fitch სარეიტინგო სააგენტო European Financial Group ირაკლი რუხაძე

წინა სტატია

Hennessy Announces A Unique Odyssey Along The Legendary Silk Road
24 October, 2017

შემდეგი სტატია

სექტემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 70.7 მილიონი ლარი შეადგინა
23 October, 2017
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker