საქართველოს და გერმანიის ბიზნესასოციაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჰამბურგში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული და გერმანული კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს ბიზნესასოციაციასა და გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ფორუმი ჰამბურგის სავაჭრო პალატის აღმოსავლეთ ევროპის კომიტეტის თავმჯდომარემ მირკო ნოვაკმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ჰამბურგის ადგილობრივი თვითმართველობის სახელმწიფო მდივანმა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ინოვაციების საკითხებში ანდრეას რიეკოფმა და „პროკრედიტ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კრისტოფ ფრაიტაგმა გახსნეს.

როგორც ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობის, გერმანელი ინვესტორების დაინტერესების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართულ-გერმანული ბიზნესსექტორების დაახლოების კუთხით.

საქართველოს ბიზნესასოციაცია გერმანიის ბიზნესასოციაცია მემორანდუმი

წინა სტატია

სექტემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 70.7 მილიონი ლარი შეადგინა
23 October, 2017

შემდეგი სტატია

GHG-იმ საერთაშორისო ბრენდი შეიძინა
23 October, 2017
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker