სექტემბერში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 594 მილიონი ლარით გაიზარდა

2017 წლის სექტემბერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 594 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ლარში განთავსებული დეპოზიტები 237 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტები 46 მლნ დოლარით გაიზარდა. 2016 წლის სექტემბერთან შედარებით, 2017 წლის სექტემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 1.8 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 608 მლნ დოლარით.

სექტემბერში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 66% შეადგინა. აგვისტოში დოლარიზაცია 66.2%, ხოლო ერთი წლის წინ 70.1% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 12.8 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 6.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2017 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.6%-ია, ერთი წლის წინ 3.4% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.7%-ია, ერთი წლის წინ 7.9% იყო.

ბანკები დეპოზიტები დეპოზიტების დოლარიზაცია

წინა სტატია

რეგიონის ქვეყნები, რომელის ეკონომიკებიც წელს ყველაზე მეტად გაიზრდება
25 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

ტელეკომპანიები ყველაზე მოცულობითი სამთავრობო რეკლამით
25 ოქტომბერი, 2017
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker