მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტები

ისტორიაში პირველად, აზიური ქვეყნის პასპორტი მსოფლიოში ყველაზე "ძლიერად" დასახელდა. მსოფლიოს პასპორტების ინდექსს ყოველწლიურად საკონსულტაციო კომპანია Arton Capital აქვეყნებს. 2017 წლის ყველაზე ძლიერ პასპორტად სინგაპურის პასპორტი დასახელდა. მეორე ადგილზე გერმანიაა, რომელსაც შვედეთი და სამხრეთ კორეა მოყვება.

სინგაპურის პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსფლიოს 159 ქვეყანაშია შესაძლებელი. ტრადიციულად, მსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერი პასპორტის მქონე ქვეყნების უმეტესობა ევროპული იყო. სიას ორი წლის განმავლობაში გერმანია ლიდერობდა.

რეიტინგში ბოლო ადგილებს ავღანეთი, პაკისტანი და ერაყი ინაწილებენ. ავღანეთის პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 22 ქვეყანაშია შესაძლებელი.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, რეიტინგში პოზიციები დათმო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამერიკასთან უვიზო რეჟიმი ბოლოს თურქეთმა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ გააუქმა. ამერიკა რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.

საქართველო რეიტინგში 43-ე ადგილზეა. საქართველოს ქულა 105-ია. 2016 წელს საქართველო რეიტინგში 58-ე ადგილზე იყო. ჯამში საქართველოს პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 69 ქვეყანაშია შესაძლებელი, 36 ქვეყანაში კი ვიზის აღება ქვეყანაში ჩასვლისას არის შესაძლებელი.

რუსეთი რეიტინგში 41-ე ადგილზეა, თურქეთი 44-ზე, აზერბაიჯანი 63-ზე, ხოლო სომხეთი - 68-ზე.

პასპორტები რეიტინგი უვიზო მიმოსვლა

წინა სტატია

საბანკო სესხების დოლარიზაცია 57.4 პროცენტამდე შემცირდა
26 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

TV Companies With The Biggest Volume Of Governmental Advrtisement
25 ოქტომბერი, 2017
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker