დღეს ლარი დოლარის და ევროს მიმართ 3 თეთრით გაუფასურდა

დღეს ლარი დოლარის და ევროს მიმართ 3 თეთრით გაუფასურდა

დღეს, 30 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის კურსით, ლარი დოლარის მიმართ 2.6 თეთრით გაუფასურდა და 1 დოლარი 2.5872 ლარი ღირს, ხოლო ევროს მიმართ 3.4 თეთრით გაუფასურდა და 1 ევრო 3.0106 ლარი ღირს. ლარის კურსი ბოლოს 2.5872-ის დონეზე მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს იყო. ლარმა სწრაფი გაუფასურება 20 ოქტომბრიდან დაიწყო და მას შემდეგ 10 თეთრით გაუფასურდა. 

დღეს ბლუმბერგის ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2.5982-ს მიაღწია, რომელსაც ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი დაახლოებით 1 თეთრით ჩამორჩება. კომერციულ ბანკებში დოლარის შესყიდვის კურსი 2.63-2.64-ს აღწევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *