საქართველო Doing Business-ის რეიტინგში მე-9 ადგილზეა

საქართველო Doing Business-ის რეიტინგში მე-9 ადგილზეა

საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.

გასულ წელს ქვეყანა რეიტინგში 16-ე ადგილს იკავებდა.

მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 82.04-ია. რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავს, საუკეთესო შედეგი კი საქართველოს მინორიტარი აქციონერების დაცვის კრიტერიუმში აქვს და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ბიზნესის დაწყების კრიტერიუმში საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ასევე მეოთხე ადგილს იკავებს საქართველო ქონების რეგისტრაციის კრიტერიუმშიც.

ყველაზე ცუდი პოზიცია საქართველოს კრიტერიუმში „ვაჭრობა საზღვრების გარეშე“ აქვს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 62-ე ადგილზეა.

ელექტროენერგიით უზრუნველყოფის კრიტერიუმში საქართველო 30-ე ადგილს იკავებს. გადასახადების გადახდის კრიტერიუმში საქართველო 22-ე ადგილზეა.

საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით არცერთ კრიტერიუმში არ გაუარესებულა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *