IMF საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ელოდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და მიმდინარე წლისთვის 4%-მდე, ხოლო 2018 წლისთვის 4,2%-მდე გაზარდა. ფონდის პროგნოზით ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა წელს 3,6% იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ფონდი აღნიშნავს, რომ საფინანსო სექტორის სტაბილურობა რეგიონის ქვეყნებში გაზრდილია. 

"საქართველოში, სადაც ორმა მსხვილმა ბანკმა მცირე ზომის ბანკები შეიძინა, უმოქმედო სესხების მოცულობა მხოლოდ მცირედით გაიზარდა, ბანკების ლიკვიდობა კი ადეკვატური დარჩა", - წერს სავალუტო ფონდი თავის ანგარიშში.

ამასთან, IMF აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელმა გარე შოკებმა რეგიონის ქვეყნებში საბანკო სექტორში ზედამხედველობის სისუსტეები გამოჩნა, თუმცა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საქართველო, სომხეთი და ყირგიზეთი ზედამხედველობა და რეგულირება გაძლიერდა, რამაც ფინანსური სექტორის სტაბილურობა მნიშველოვნად გაზარდა. 

"საქართველო, სომხეთი და ტაჯიკეთი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილიდან გამომდინარე მუშაობენ პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, თუმცა რეგიონის ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა უკეთესი სამუშაო დოკუმენტი შეიმუშავონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ტაჯიკეთში, სადაც ფისკალური ზეწოლა, რომელიც ფინანსური ინსტიტუტების სახელმწიფო მხარდაჭერამ გამოიწვია, მნიშვნელოვნად გაიზარდა. სომხეთისა და საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ ვალუტის მკვეთრი გაუფასურება, შესაძლოა, შემცირდეს  მკაცრი წესებით, რომელიც ბანკების ლიკვიდურობას და უცხოურ ვალუტაში სესხებაზე მკაცრ ლიმიტებს ეხება", - აღნიშნავს სავალუტო ფონდი. 

IMF რეგიონის ნავთობ-იმპორტიორ ქვეყნებში ფისკალური დეფიციტის შემცირებას ელოდება. 

ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი გადასახადების ზრდის, კურსის გაუფასურებისა და სასაქონლო ფასების ზრდის პარალელურად გაიზარდა და ცენტრალური ბანკის სამიზნე 3%-იან ნიშნულს ის 2018 წლიდან მიაღწევს. 

ფონდი თავის ანგარიშში წერს, რომ რეგიონის ქვეყნებში რეფორმების გატარება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზება უმნიშვნელოვანესია. მაგალითად IMF-ს საქართველო მოჰყავს, სადაც საჯაო და კერძო პარტნიორობით განხრციელებულ პროექტებს ახალი კანონი დაარეგულირებს, რითიც როგორც ამ პარტნიორობით წარმოქმნილი ვალდებულებების ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწამოების ვალდებულებების კონტროლი გაძლიერდება. 

საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად მომქედ ფაქტორებს შორის ფონდი სავაჭრო ბრუნვის მოსალოდნელზე მეტად ზრდას ასახელებს, რის მიზეზადაც ჩინეთთან გაღრმავებული ეკონომიკური კავშირები სახელდება.

რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის შემდეგია: 

სომხეთი: 3,5%

აზერბაიჯანი: -1%

საქართველო: 4%

ყაზახეთი: 3,3%

ყირგიზეთი: 3,5%

ტაჯიკეთი: 4,5%

თურქმენეთი: 6,5%

უზბეკეთი: 6%

საერთაშორისო სავალუტო ფონდი IMF ეკონომიკური ზრდა

წინა სტატია

როგორ გაიზრდებოდა თქვენი ქონება 2010 წელს $5-ის ბიტკოინი რომ შეგეძინათ
01 November, 2017

შემდეგი სტატია

A New Business Paradigm
01 November, 2017
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker