რამდენ დოლარს ყიდულობენ და ყიდიან ბანკები?

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) პერიოდულად აქვეყნებს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენ აშშ დოლარს ყიდულობენ და ყიდიან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სავალუტო ბაზარზე. 2013-2016 წლებში ბანკები წელიწადში საშუალოდ 13.5 მილიარდ დოლარს ყიდულობდნენ და 14 მილიარდ დოლარს ყიდდენ. ანუ სავალუტო ბაზარს უფრო მეტ დოლარს აწვდიდნენ, ვიდრე ბაზრიდან ყიდულობდნენ. 2017 წლის 9 თვეში (იანვარ-სექტემბერი) ბანკებმა 9.5 მილიარდი დოლარი იყიდეს და 10 მილიარდი დოლარი გაყიდეს.
კომერციულ ბანკებს შორის აშშ დოლარით ვაჭრობა (რომელიც ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის მეშვეობით ხორციელდება და ლარის ოფიციალური კურსის განსაზღვრის საფუძველია) წელიწადში 1.2-დან 2.2 მილიარდ დოლარს შორის მერყეობს. 2017 წლის მონაცემებს თუ სამუშაო დღეებზე გადავთვლით, გამოვა, რომ ბანკებს შორის ყოველდღიურად 6 მლნ დოლარის ყიდვა-გაყიდვა ხდება. რამდენ დოლარს შეისყიდიან ბანკები ერთმანეთისგან, ამას ბანკების მიმართ დოლარზე მოთხოვნა განსაზღვრავს.
2017 წლის 9 თვეში ბანკებმა ერთმანეთისგან შეიძინეს 1.1 მილიარდი დოლარი, არარეზიდენტი კომერციული ბანკებისგან 3.2 მილიარდი დოლარი, ხოლო იურიდიული და ფიზიკური პირებისგან 5.1 მილიარდი დოლარი.
ცხრილი: ბანკების მიერ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით განხორციელებული ვაჭრობის შედეგები, მლნ აშშ დოლარი
|
ბანკების მიერ ნაყიდი დოლარი |
ბანკების მიერ გაყიდული დოლარი |
||||||||
სულ |
სებ–ის სავალუტო აუქციონზე |
კომერც. ბანკებიდან |
არარეზ. ბანკებიდან |
იურდ. და ფიზ. პირებისგან |
სულ |
სებ–ის სავალუტო აუქციონზე |
კომერც. ბანკებზე |
არარეზ. ბანკებზე |
იურდ. და ფიზ. პირებზე |
|
2013 |
14,120 |
240 |
1,554 |
5,688 |
6,638 |
14,333 |
540 |
1,554 |
6,272 |
5,967 |
2014 |
13,164 |
300 |
2,017 |
4,478 |
6,370 |
13,645 |
200 |
2,017 |
4,966 |
6,462 |
2015 |
12,694 |
287 |
1,189 |
5,962 |
5,256 |
13,435 |
1,189 |
6,760 |
5,486 |
|
2016 |
14,152 |
280 |
2,155 |
5,841 |
5,877 |
14,570 |
278 |
2,155 |
6,387 |
5,749 |
2017 |
9,452 |
|
1,085 |
3,239 |
5,128 |
10,014 |
130 |
1,085 |
3,395 |
5,405 |
იან |
1,246 |
97 |
723 |
426 |
1,243 |
97 |
693 |
453 |
||
თებ |
1,102 |
|
86 |
539 |
478 |
1,115 |
86 |
537 |
492 |
|
მარ |
1,268 |
106 |
543 |
619 |
1,431 |
106 |
621 |
704 |
||
აპრ |
756 |
85 |
294 |
377 |
838 |
20 |
85 |
333 |
400 |
|
მაი |
1,018 |
136 |
252 |
630 |
1,198 |
136 |
334 |
728 |
||
ივნ |
1,210 |
157 |
367 |
685 |
1,183 |
70 |
157 |
293 |
662 |
|
ივლ |
934 |
141 |
171 |
622 |
941 |
141 |
200 |
600 |
||
აგვ |
937 |
135 |
147 |
655 |
1,005 |
40 |
135 |
179 |
650 |
|
სექტ |
980 |
140 |
204 |
636 |
1,060 |
140 |
204 |
716 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი