SES-ის მიმდინარე წლის და 2017 წლის მესამე კვარტლის შედეგები

SES-ის მიმდინარე წლის და 2017 წლის მესამე კვარტლის შედეგები

“SES S.A.”-მა გამოაცხადა 2017 წლის 30 სექტემბრით დასრულებული 9-თვიანი და 3-თვიანი პერიოდების ფინანსური შედეგები. 

დიფერენცირებული სტრატეგია მოგების მდგრადი და მომგებიანი ზრდის მისაღწევად გამოყენების მიზნით.

  • შემოსავალი 1,527.2 მლნ. ევრო, 2.5%-ით აღემატება წინა პერიოდს
  • EBITDA მარჟა (მოგება გადასახადების, პროცენტების, ცვეთის და ამორტიზების გადახდამდე) – 65.1%, ხოლო ოპერაციული მოგების მარჟა – 29.4% (20161 წ. დღემდე: შესაბამისად 66.4% და 32.1%)
  • წმინდა მოგება 394.5 მლნ. ევრო (2016წ. დღემდე: 328.8 მლნ. „O3b“-ის კონსოლიდირების ერთჯერადი მოგების გამოკლებით; და 824.0 მლნ. ევრო ამ მოგების ჩათვლით)
    • წმინდა დავალიანებისა და EBITDA-ის თანაფარდობა 3.29 (2016წ. დღემდე: 3.30), შეესაბამება „SES“-ის ფინანსურ სქემას

მომხმარებელთა წარმატების ხელშეწყობა ყველაზე უფრო მოქნილი და ცვალებადი სატელიტური გადაწყვეტილებებით

  • მნიშვნელოვანი სახელშეკრულებო დავალიანება 7.5 მლრდ. ევრო „Sky Deutschland“-თან გრძელვადიანი ხელშეკრულების განახლების ჩათვლით
  • სულ სატელევიზიო არხები +6% (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) და HDTV არხები +7% (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), სადაც ზრდა აღინიშნება როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ბაზრებზე
  • დიფერენცირებული მართული მომსახურებების მიწოდებაზე ყურადღების გამახვილებამ მოგვცა „SES“-ის ქსელების შემოსავლის 2.2%-იანი ზრდა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით)
  • სამომავლო კომერციული საქმიანობის სპექტრის გაფართოება და ზრდა ქსელზე ორიენტირებულ მიმართულებებში ახალი ხელშეკრულებების მიღებით   
  • სამომავლო სამიზნე ბაზრების მნიშვნელოვანი გაფართოება „O3b mPOWER“ სისტემის ინვესტიციის მეშვეობით

პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კარიმ მიშელ საბაჰმა განაცხადა: “SES აგრძელებს სტაბილურ წინსვლას საკუთარი სტრატეგიის განხორციელების მიმართულებით ზრდად ბაზრებზე სამომავლო ინვესტიციების მეშვეობით, სადაც ჩვენ კონკურენტუნარიან უპირატესობას ვფლობთ. 

SES Video-ის ბიზნესი სტაბილურობას ინარჩუნებს, ძირითად ტერიტორიებზე ფლობს გრძელვადიან ხელშეკრულებებს  და აქვს ინტეგრირებული პლატფორმებისა და მომსახურებების დამატებითი ზრდის პოტენციალი. ამის დემონსტრირება მოახდინა Sky Deutschland-თან არსებული ხელშეკრულების ხანგრძლივმა განახლებამ და „ევროსპორტის“ ექსკლუზიური კონტენტის გერმანიის HD+ პლატფორმაზე დამატებამ.

SES ასრულებს მდგრადი და მომგებიანი საშუალოვადიანი ზრდის მიზანს. O3b mPOWER-ის შესახებ ბოლო პერიოდის განცხადება ქმნის ერთადერთი წარმატებული არაგეოსტაციონარული ფართოზოლოვანი სისტემის შესაძლებლობას, რომელიც უზრუნველყოფს პირველ გლობალურ მრავალტერაბიტიან სატელიტურ ქსელს და აძლიერებს ჩვენი კომპანიის პოზიციას მსოფლიოს წამყვანი სატელიტური გადაწყვეტილებების მიმწოდებლის რანგში.“

ოპერაციული მიმოხილვა

2017 წლის 30 სექტემბერს SES-ის სრულად დაცული სახელშეკრულებო დავალიანება 7.5 მილიარდ ევროს შეადგენდა (30 სექტემბერი 2016 წ.: 8.0 მილიარდი ევრო). მნიშვნელოვანი დავალიანება განპირობებულია „SES Video“-ს და „SES Networks“-ის წარმატებული კომერციული საქმიანობით. EUR/USD გაცვლის კურსის ცვლილების გამოკლებით, სახელშეკრულებო დავალიანება ძირითადად სტაბილური იყო, ვინაიდან ახალმა გრძელვადიანმა ხელშეკრულებებმა ჩაანაცვლა ამ პერიოდში აღიარებული შემოსავლების დაცემა. 

„SES Video“: ჯგუფის შემოსავლის 68% (2016წ. დღემდე: 69%) 

  • გამოცხადებული შემოსავალი 1.1%-მდე 1,031.5 მლნ. ევრო
  • სულ ტელევიზიის 6% ზრდა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) და HDTV არხების – 7% ზრდა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით); გაუმჯობესება აღინიშნებოდა ყველა ძირითად რეგიონში
  • MX1 შემოსავალი შემცირდა განსაზღვრული მოძველებული მომსახურებების განუახლებლობის გამო; პორტფელის შეცვლა ხდება ზრდადი მომსახურებების მიმართულებით. 

2017 წლის მესამე კვარტლის აქცენტები და კომერციული ტენდენციები 

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით სატელევიზიო არხების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა და 7,743 არხი შეადგინა; ზრდა აღინიშნებოდა „SES“-ის სამივე ძირითად რეგიონში – ევროპაში, ჩრდილო ამერიკასა და საერთაშორისო მიმართულებაში. 2016 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით ძირითადი ცვლილებები იყო:

  • მაღალი გარჩევადობის (HD) 7%-იანი ზრდა, 2,601 HDTV არხი, ამჟამად სატელევიზიო არხების საერთო რაოდენობის  33.6% (2016 წ. მე-3 კვ.: 33.3%);
  • MPEG-4-ში გადაცემული სატელევიზიო არხების საერთო წილი გაიზარდა 59.9%-დან 63.5%-მდე; და
  • Commercial Ultra HD (UHD) არხების რაოდენობა „SES“-ის ქსელში გაიზარდა 17 UHD არხიდან 24 UHD არხამდე. 

ბიზნესი ინარჩუნებდა სტაბილურობას, რაც ემყარებოდა გრძელვადიან ხელშეკრულებებს და მნიშვნელოვან სახელშეკრულებო დავალიანებას, მათ შორის „Sky Deutschland“-თან ხელშეკრულების მნიშვნელოვან განახლებას, რაც მოიცავს „SES“-ის პრაიმ ვიდეო ზონის შვიდ ტრანსპონდერს აღმოსავლეთით 19.2 გრადუსზე მილიონობით აბონენტისთვის კონტენტის მიწოდების გაგრძელების მიზნით. 2017 წლის ოქტომბერში „QVC“-მა ხელი მოაწერა ათწლიან ხელშეკრულებას აღმოსავლეთით 19.2 გრადუსზე დამატებითი სიმძლავრის და MX1 სერვერული მომსახურებების მისაღებად, ახალი UHD არხის გაშვებისა და SD და HD მიწოდების არსებული ვალდებულებების გაფართოების მიზნით. 

ამასთან, „Globecast“-მა გაზარდა სიმძლავრის მოხმარება 2-დან 4 ტრანსპონდერამდე ჩრდილოეთ ამერიკის წამყვანი საკაბელო ზონის ფარგლებში აშშ-ის ათეულობით საკაბელო ქსელისთვის კონტენტის მიწოდების მომსახურების გაფართოების მიზნით. 

„SES Video“ აგრძელებდა განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობების განხორციელებას. ეს მოიცავდა „Viasat Ukraine“-თან მრავალწლიან ხელშეკრულებას 40 ფასიანი სატელევიზიო არხის, მათ შორის 3 HDTV არხის გადასაცემად, რითაც გაფართოვდა იმ პარტნიორობათა რაოდენობა, რომელთაც  „SES“ უკვე გადასცემს 60 ღია სატელევიზიო არხს მილიონობით ოჯახისთვის; ასევე პირველი ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის მულტიპლექსის ხელშეკრულებას, უზბეკეთში სატელიტის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 12 ღია სატელევიზიო არხისა და ოთხი რადიო არხის მისაწოდებლად.

 „HD+“, სრულად გამჭოლი შეერთების ფასიანი სატელევიზიო პლატფორმა გერმანიაში, აგრძელებდა აბონენტთა ბაზისა და კონტენტის შემოთავაზების გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მე-3 კვარტალში, „HD+“-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „Discovery Networks Germany“-თან „ევროსპორტის პაკეტის“ მიწოდების მიზნით, რაც მომხმარებლებს მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ფართო არჩევანს სთავაზობს.  

 „MX1“, მედია გადაწყვეტილებების ინტეგრირებული ბიზნესი ასევე აგრძელებდა კომერციული წარმატების მიღებას სრულფასოვანი პროდუქტის შეთავაზების გზით, რაც აძლიერებდა მომსახურებების კომერციულ პორტფელსა და სამომავლო ზრდის პერსპექტივას. დაინიშნა ახალი აღმასრულებელი დირექტორი (უილფრედ ურნერი) აღნიშნული კომერციული ერთეულის მოსალოდნელი ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *