ქართული ბანკების წილი ბლუმბერგის სისტემაში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემასთან მიმართებაში ბოლო დროს გავრცელებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და საზოგადოებას ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემებს აცნობს.

ბლუმბერგის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანასური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ბლუმბერგის სისტემას საქართველოში 24 ორგანიზაცია იყენებს, რომელთაგან უცხოური ვალუტით აქტიურად ვაჭრობს 16 კომერციული ბანკი და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ამ ფინანსური ინსტიტუტების

ვაჭრობის აქტიურობას მათი კლიენტების მიერ გაცემული ყიდვა-გაყიდვის დავალებები განაპირობებს.

ფინანსური ინსტიტუტები სავალუტო შემოსავლებს იღებენ კლიენტების დავალებით ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული საკომისიოს სახით. ვინაიდან საქართველოში დოლარიზაცია ჯერ კიდევ მაღალია, მომხმარებლები ხშირად აკონვერტირებენ ვალუტას, რაც, შესაბამისად,  ბანკების მაღალ სავალუტო შემოსავლებს განაპირობებს. დოლარიზაციის შემცირებასთან ერთად ეს მაჩვენებელიც ეტაპობრივად შემცირდება.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ბლუმბერგის სისტემაში მხოლოდ ორი ყველაზე მსხვილი ბანკი ვაჭრობს, არასწორია. ამის საილუსტრაციოდ იხილეთ ბლუმბერგის სისტემაში აშშ დოლარის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემები ფინანსური ინსტიტუტების ვაჭრობაში წილების მითითებით. აქვე შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით სს "თიბისი ბანკი"-სა და სს "საქართველოს ბანკი"-ს წილები, როგორც აქტივების ისე ვალდებულებების მიხედვით, საბანკო სისტემასთან მიმართებით, შეადგენს 37 და 34 პროცენტს, მაშინ, როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ამ ბანკების წილი გაცილებით ნაკლებია. 

 ფინანური ინსტიტუტის დასახელება  

წილი ვაჭრობაში, 2017 წელი 

 2 იანვ-31 ოქტ.

2 ოქტ - 13 ნოემბ. 

სს „საქართველოს ბანკი"

 16.3%

 13.9%

სს „თიბისი ბანკი" ("რესპუბლიკა ბანკი"-ს დამატებით)

 15.5%

 11.9%

სს „პროკრედიტ ბანკი"

 10.4%

 14.4%

შპს მისო "რიკო ექსპრესი"

 7.4%

 7.6%

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია"

 6.3%

 6.8%

სს „პაშა ბანკი საქართველო"

 6.1%

 7.3%

სს „ხალიკ ბანკი საქართველო"

 5.5%

 3.8%

სს „ლიბერთი ბანკი"

 5.1%

 4.4%

სს „ ტერა ბანკი"

 4.6%

 9.1%

სს „სილქ როუდ ბანკი"  

 4.3%

 5.4%

სს “კრედო ბანკი“

 4.1%

 1.9%

სს მისო  "კრისტალი"

 2.9%

 3.3%

სს „ზირაათ ბანკი საქართველო" 

 2.5%

 0.7%

სს „ბაზისბანკი"

 2.1%

 1.8%

შპს მისო "ინტელ ექსპრეს ჯორჯია"

 1.9%

 1.9%

სს "იშ ბანკი საქართველო"

 1.5%

 1.9%

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო" 

 1.5%

 1.9%

სს „ბანკი ქართუ"

 1.0%

 1.4%

სს “ფინკა ბანკი საქართველო“

 1.0%

 0.1%

შპს მისო "გირო კრედიტი"

 0.0%

 0.3%

ქართული ბანკები Bloomberg საქართველოს ბანკი თიბისი

წინა სტატია

ნენსკრა ჰესის პროექტი მდ. ნაკრას ხეობაში გაწმენდით სამუშაოებს უზრუნველყოფს
15 November, 2017

შემდეგი სტატია

Global Finance evaluates Georgian banks
14 November, 2017
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker