ტერორიზმის ინდექსი და საქართველო

ტერორიზმის ინდექსი და საქართველო

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გლობალური ტერორიზმის 2017 წლის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც ჯამში მსოფლიოს 163 ქვეყნის მონაცემებია გაანალიზებული. საქართველო სიაში 77-ე ადგილს იკავებს.

ინდექსში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოზიცია აქვს უკრაინას და მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხით 17-ე ადგილს იკავებს.

რეგიონის ქვეყნები ინდექსში შემდეგ პოზიციებზე არიან: 

რუსეთი – 33

ყაზახეთი – 67

ტაჯიკეთი – 72

 სომხეთი – 75

ყირგიზეთი – 79 

აზერბაიჯანი – 95 

მოლდოვა – 107

უზბეკეთი – 123 

თურქმენეთი – 134

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” წევრებს ან მასთან ასოცირებულ პირებს კავშირები აქვთ.

მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე მაღალი საფრთხე ინდექსის მიხედვით ერაყშია, მას ავღანეთი და ნიგერია მოსდევს. 

ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებად კი ზამბია, ვიეტნამი, თურქმენეთი, შვეიცარია და სლოვენია სახელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *