Fitch Tegeta Motors-ს აფასებს

ისტორიაში პირველად, სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა Tegeta Motors-ს რეიტინგი მიანიჭა. სააგენტომ კომპანიის რეიტინგი B- პროგნოზით "სტაბილური" განსაზღვრა. სააგენტო აღნიშნავს, რომ შემდგომი რეიტინგი დამოკიდებული იქნება კომპანიის მიერ 30 მილიონი ლარის გრძელვადიანი ბონდების გამოშვებაზე, რასაც Tegeta 2018 წლის პირველ კვარტალში გეგმავს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ კომპანიის ბაზრები დივერსიფიცირებული არაა და ის უმეტესად საქართველოზეა დამოკიდებული. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, Tegeta Motors სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლასაც აპირებს. 

"საქართველოში მანქანების უმეტესობა ძალიან ძველია და 3 წელზე ნაკლები ავტოპარკის მხოლოდ 3%-ია, მაშინ, როდესაც ავტოპარკის 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა“, - ვკითხულობთ შეფასებაში.

Fitch Ratings მომდევნო წლებში კომპანიის შემოსავლების ზრდას ელოდება.

წინა სტატია

წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები
17 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

CyberHouse - ინფორმაციული უსაფრთხოების გარანტი
20 ნოემბერი, 2017
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker