ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 13.4 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით 13.3%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 40%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 13.3%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 7.7%-ით, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 49%-ით, რეზინისა და პლასტმასის წარმოება 13%-ით, ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 9.5%-ით. ტყავის და ტყავის ნაწარმის წარმოება 25%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

 

წინა სტატია

იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 17 პროცენტით გაიზარდა
20 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
21 ნოემბერი, 2017
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker