საქართველოს სახელმწიფო ვალი 16.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 544 მლნ ლარით გაიზარდა და 16.5 მილიარდი ლარი შეადგინა. საშინაო სახელმწიფო ვალი 1 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო ლარში გამოხატული საგარეო სახელმწიფო ვალი 543 მლნ დოლარით. ლარში გამოხატული საგარეო ვალის ზრდა ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა. დოლარში გამოსახული საგარეო ვალი 4 მლნ დოლარით შემცირდა. 

31 ოქტომბრის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 13 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.5 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 72% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 1.9 მილიარდი დოლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 287 მლნ დოლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 206 მლნ დოალარით. 

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.

საგარეო ვალი სახელმწიფო ვალი საშინაო ვალი

წინა სტატია

10 ყველაზე რეიტინგული ქართული არხი
20 November, 2017

შემდეგი სტატია

კომერციული ბანკების მოგებამ 37.3 მილიონი ლარი შეადგინა
21 November, 2017
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
ახალი ამბები ქართულად | Oct, 26, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker