საბანკო დეპოზიტების დოლარიზაცია 67 პროცენტია

2017 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 627 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ლარში განთავსებული დეპოზიტები 1 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტები 626 მლნ ლარით გაიზარდა. თუმცა, ლარში გამოხატული უცხოური ვალუტით დეპოზიტების ზრდა ლარის კურსის გაუფასურების ეფექტითაა გამოწვეული. დოლარში გამოხატული უცხოური ვალუტით დეპოზიტები 26 მლნ დოლარით შემცირდა.

2016 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 1.7 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 275 მლნ დოლარით.

ოქტომბერში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 67% შეადგინა. სექტემბერში დოლარიზაცია 66%, ხოლო ერთი წლის წინ 70.5% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 13.4 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 6.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2017 წლის პირველი ნოემბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.6%-ია, ერთი წლის წინ 3.3% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.7%-ია, ერთი წლის წინ 7.9% იყო.

დეპოზიტები დოლარიზაცია საპროცენტო განაკვეთი

წინა სტატია

ქვეყნები, რომლებიც "ბიტკოინზე ნაკლებ" ელექტროენერგიას მოიხმარენ
23 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Fitch-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგი დაუდასტურა
24 ნოემბერი, 2017
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker