საქართველოში საწარმოთა 47.7% სოციალურ ქსელებს არ იყენებს

საქართველოში საწარმოთა 98.4%-ს ინტერნეტთან წვდომა აქვს. სტატისტიკის სამსახურის კვლევის მიხედვით, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენება ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 40,2% და DSL კავშირი (მაგ. xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 31,8%.

ამასთან, საწარმოთა 17,3% იყენებს მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 10,6% - სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).

საწარმოებში დასაქმებულთა 46,5% იყენებს საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, განისაზღვრა 44,7%-ით.

საწარმოები ძირითადად იყენებენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, LinkedIn და ა.შ.) - 33,7%, ხოლო საწარმოთა 47,7% საერთოდ არ იყენებს სოციალური მედიის არანაირ საშუალებას. სოციალური მედიის გამოყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან თავისი ბაზრის განვითარება (25,5%), ისე რეაგირება კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე (27,2%).

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა მოქმედი საწარმოები, რომლებშიც დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 9 კაცს. კველვაში მონაწილეობა შემდეგი დარგების საწარმოებმა მიიღეს: მრეწველობა, მშენებლობა, წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი; ტრანსპორტი და დასაწყობება; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; ადმინისტაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები.

კვლევა გასული წლის მონაცემებს აერთიანებს.

სოციალური ქსელები ინტერნეტი საქსტატი

წინა სტატია

Free Trade Agreement with China will come into force in January
29 November, 2017

შემდეგი სტატია

Valery Vavilov: Georgia Is An Innovative Country
30 November, 2017
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker