დარტყმა აქციებზე

დარტყმა აქციებზე

ფინანსური მენეჯმენტის კომპანიათა უმრავლესობა არსებობს მოგებიანი დევიზით – წავიდეთ წინ, ან წახვალ სახლში. Beck, Mack &Oliver-ი უფრო ცივილიზებულ მიდგომას იყენებს.

ფინანსური მენეჯერი, ზაჰარი უიდრა, მთელი თავისი ცხოვრება New York Yankees-ს გულშემატკივრობს, მაგრამ მისი ოფისის კედელზე Boston Red Sox-ის დამრტყმელის, ტედ უილიამსის ფოტოსურათი ჰკიდია. Bronx Bombers-ის ზოგიერთი გულშემატკივრისთვის ეს შეიძლება ამაზრზენი იყოს, მაგრამ უიდრას ეს ფოტო, მისი საინვესტიციოს ფილოსოფიის ძირითად არსს ახსენებს.

უილიამსი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემტევი ბეისბოლის ისტორიაში. მისი საიდუმლო „დარტყმის ზონის“ 77 თანაბარ ნაწილად დაყოფა გახლდათ. ის ბურთს მხოლოდ იმ დანაყოფებიდან აწოდებდა, რომლებსაც წარმატებულად თვლიდა.

უიდრა Beck, Mack & Oliver-ის ფინანსური მენეჯერია. ამ პარტნიორული ფონდის 160 მილიონი (აქტივები) ისეთ საინვესტიციო ფონდებში მიემართება, რომელთა აქციების ღირებულება მერყეობს $530 მილიონიდან (საბაზრო კაპიტალიზაცია) – PICO Holdings, $200 მილიარდამდე – გიგანტი IBM-ი. მაგრამ უილიამსის მსგავსად, უიდრა რამდენიმე აქციის შერჩევაზეა კონცენტრირებული. ამჟამად მათი რიცხვი 29 უდრის. ეს მისთვის ყველაზე ეფექტიანი ხერხია. სხვა სიტყვებით, მისმა გუნდმა ჩაატარა ფუნდამენტალური, დეტალური კვლევა და თვლის, რომ წარმატების მიღწევის შანსები ბევრად გადაძალავს ყველა რისკს.

მას შემდგომ, რაც 2009 წელს უიდრას ფონდმა სტატუსი შეიცვალა და ღია ერთობლივ ფონდად იქცა, მან დაარეგისტრირა 16%-იანი წლიური ზრდა და ყოველწლიურად, გარდა 2013 წლისა, როდესაც მას ჰქონდა ნაღდი ფულის 17% და დაიბრუნა მხოლოდ 21%, S&P 500-ში საუკეთესო შეფასებას იღებდა. „თუ მიმზიდველ ღირებულებებს ვეძებთ, – ამბობს უიდრა, – ეტალონიდან გადახრა ნორმალურია“.

უიდრას მიდგომა გადმოტანილია ბენჯამენ გრემის სახელმძღვანელოდან – ღირებულებებზე დაფუძნებული ინვესტიციები. მას აქვს უფლება, დააბანდოს აქტივების 50% მისი ჰოლდინგების ტოპ-ათეულში და ის ეძებს კომპანიებს, რომლებიც ელოდებიან ფულის ნაკადს; ან ძველ საწარმოებს, რომლებსაც შეუძლიათ გაუძლონ კონკურენციას. მას ასევე აინტერესებს აქტივებთან დაკავშირებული გარიგებები. ეს ყველაფერი უკავშირდება ბაზრის არასწორი შეფასებისგან გამომდინარე დიდი მოგების მიღებას.

უიდრას ფონდის თითქმის 40% დაბანდებულია კომპანიებში, რომელთაც ბაზრის პატარა კაპიტალიზაცია აქვთ, მაგრამ მის უმსხვილეს ჰოლდინგად რჩება IBM-ი. მისი თქმით, მომდევნო ათ წელიწადში IBM შეძლებს თავისი აქციების 50% დაბრუნებას, რაც თითოეული აქციიდან მიღებულ შემოსავალს გააორმაგებს, თუმცა მისი დასკვნები Big Blue-თან დაკავშირებით ფინანსური ინჟინერიის ფარგლებს სცდება. მისი თქმით, უოლ-სტრიტმა არ გაითვალისწინა IBM-ის პოტენციალი ღრუბლოვან გამოთვლებში.

„რამდენიმე ღრუბლოვანი კომპანია კარგად აწარმოებს ვაჭრობას და მათი IPO იზრდება“, – ამბობს 42 წლის უიდრა. სინამდვილეში, 2013 წელს, მიუხედავად არამოგებიანობისა, Rally Software-სა და Benefitfocus-ის აქციების ფასმა აიწია. ამ დროს IBM-ის აქციები 2014 წლის მოსალოდნელ შემოსავალზე მხოლოდ 11-ჯერ უფრო მეტად იყიდება.

„როდესაც ბიზნესი ღრუბლოვანი გახდება, ხომ არ ფიქრობთ, რომ IBM-ც ჩაერთვება ამაში?“ – კითხულოს უიდრა. ის იმყოფება თავისი კომპანიის საკონფერენციო დარბაზში, სადაც დგას ფინანსური წიგნებით სავსე თაროები, „ქურდების ბუნაგით“ დაწყებული,„გონიერი ინვესტორით“ დამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ უიდრას წამყვანი ფონდი შესუსტებულია ინდუსტრიული სტანდარტებით, ის და მისი პარტნიორები კომპანიიდან საერთო ჯამში $5 მილიარდს მართავენ. Beck, Mack & Oliver-ი გახლავთ 1931 წელს უოლ-სტრიტზე დაფუძნებული ძველი სკოლის კომპანია. თუმცა სხვა მცირე ვიწროსპეციალიზებული საბროკერო კომპანიებისგან განსხვავებით, ის ზრდისთვის დიდ ზეწოლას არ განიცდის. სიმსუბუქის შესანარჩუნებლად მისი ფონდი დაიხურება მაშინ, როდესაც აქტივები $1,5 მილიარდს მიაღწევს. როგორც Berkshire Hathaway-ის ახალი აქციონერები დაადასტურებენ, ზომას მნიშვნელობა აქვს, როდესაც ეს ეხება შედეგიანობას, განსაკუთრებით, თუ თქვენი მისია დაბალფასიანი აქციების ძიებაა (Berkshire-ის ჯამური ბრუნვა ხუთი წლის მანძილზე შეადგენს 85%, S&P 500 კი – 141%).

თავისი უნიკალური კულტურისა და სტრუქტურის წყალობით, BM&O-მ გაუძლო ზრდის სურვილს. კომპანიას მხოლოდ შვიდი პარტნიორი ჰყავს და ყველა მათგანი ფლობს აქციებს. ყველა იღებს პროცენტულ შემოსავალს მოგებიდან და მოგება ყოველწლიურად გადაიხდება. ფაქტია, უიდრას უმცირეს, ურთიერთდახმარების ფონდს შედარებით დაბალი, 1%-იანი სახარჯო წილი აქვს და ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ კომპანია არაფერს ხარჯავს მარკეტინგისთვის.

პარტნიორებისთვის სირთულეს წარმოადგენს ის, რომ 65 წლის ასაკში, ისინი ვალდებულნი არიან, ხუთი წლის განმავლობაში, თავისი წილი კაპიტალი კომპანიაში ახალგაზრდებს გადასცენ. თუკი პარტნიორული აქციები ნულამდე დაეცემა, ის კომპანიისგან შემოსავალს აღარ მიიღებს. ეს უნარჩუნებს კომპანიას 70 წელზე ახალგაზრდა აქციათა მფლობელებს და ყოველი პარტნიორის აქცია კი დამოკიდებული ხდება კლიენტების რაოდენობასა და შემოსავლის გამომუშავებაზე.

ამისგან განსხვავებით, უოლ-სტრიტის კომპანიების ახალგაზრდა პარტნიორებს ძველი პარტნიორების აქციების საყიდლად ხშირად უწევთ სესხის აღება. ეს გავლენას ახდენს იმაზე, რომ კომპანიამ უფრო მეტი მიიღოს და, შესაბამისად, ზრდის აქტივების საკომისიო შემოსავალს, მოგებასა და ფულის დაბრუნების შესაძლებლობას. „ფინანსურ სფეროში ყველა, როგორც წესი, ბოლო დოლარამდე იბრძვის“, – ამბობს უიდრა, რომელიც ამჟამად თავისი კომპანიის 10%-ზე მეტს ფლობს. ნაცვლად იმისა, რომ გაატარონ უსასრულო საათები ახალი ბიზნესის ძიებაში, პარტნიორები თავიანთ დროს უთმობენ აქციების გამოკვლევას, ან შეხვედრებს ინვესტიციის უპირატესობების განსახილველად. უიდრას თქმით, „ყოველთვის, როდესაც ვინმეს რეკომენდაციას ვუწევთ, ჯერ ჩვენი პარტნიორებს წინ გვიწევს მისი დაცვა, მერე კი კლიენტებთან“.

უიდრამ უჩვეულო გზა გამოიარა BM&O-ში, ინვესტიციების ფუნდამენტალურ ანალიტიკოსამდე. ის მედიცინას ბრაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც 1994 წელს დაამთავრა. სამედიცინოში სწავლის დროს უიდრას სისხლის დანახვაზე მუხლები უკანკალებდა. „სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ჩხუბში დაშავებული ახალგაზრდა შემოიყვანეს, – იხსენებს უიდრა. – ჩემი თანაკურსელი მის დასახმარებლად გაეშურა, მე კი ვფიქრობდი ’არ მინდა, რომ სისხლით დავისვარო’“.

უიდრამ დატოვა მედიცინა და თავისი მეგობარივით საბანკო საქმეში წავიდა. „მას წელიწადში $80 000 ჰქონდა, – ამბობს უიდრა, – მე არ ვიცოდი, რა იყო საბუღალტრო ბალანსი, მაგრამ ხელფასი ძალიან მომწონდა“.

ბოლოს და ბოლოს უიდრამ მიიღო Wharton-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება და ანალიტიკოსად დაიწყო მუშაობა ფლორიდაში, ჯეკსონვილში მდებარე ჰეჯ-ფონდWater Street Capital-ში, რომელიც ჯულიან რობერტსონის ერთ-ერთი „ვეფხვის ბოკვერის”, გილქრისტ ბერგის მიერ იყო დაფუძნებული. უოლ-სტრიტზე უიდრა გახდა ფონდის ერთ-ერთი ანალიტიკოსი, რომლის წყალობითაც ფონდმა 2004 წელს Apple-ის აქციები იყიდა და ძალიან დიდი შემოსავალი მიიღო. უიდრამ აღიქვა iPod-ი, როგორც ტროას ცხენი, რომელიც მოიზიდავდა მყიდველებს Apple-ში უფრო მსხვილი საქონლის, მაგალითად, ლეპტოპების საყიდლად. უიდრამ სწრაფად შეისწავლა მომხმარებლის საქციელი, დეტალურად გაეცნო კომპანიის დოკუმენტაციას, ხვდებოდა მენეჯმენტს, მომხმარებლებსა და კონკურენტებს და ამოწმებდა ნებისმიერ ინფორმაციას რისკების შესახებ.

BM&O-ც ანალოგიურ მიდგომას იყენებდა და 2005 წელს კომპანიაში გადასვლა მისთვის რთული არ გამხდარა. პირველი აქცია, რომელსაც უიდრამ რეკომენდაცია გაუწია კომპანიაში, იყო წყალგაყვანილობის ტექნოლოგიების კომპანია Nalco Holding-ი. ფინანსური კრიზისის დროს დავალიანების დიდი დატვირთვის მქონე კომპანიის აქციები 75%-ით, $7,80-მდე იყო შემცირებული.

უიდრამ იცოდა, რომ Nalco-ს მომხმარებლებს, მაგალითად, ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს, არ შეუძლიათ მუშაობა მისი პროდუქციისა და მხარდაჭერის გარეშე. მან გათვალა, რომ მისი ფინანსური ნაკადი საკმაოდ საიმედო იქნებოდა აუცილებელი საპროცენტო გადასახადების გაკეთებისთვის; ფინანსური კრიზისის დროს ის შუა წყალში ჩაგდებულ ბავშვს ჰგავდა.

BM&O-მ აამაღლა Nalco-ს პოზიცია, რომელიც ნულამდე იყო დაწეული. ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა, როდესაც 2011წელს EcoLab-მა კომპანიის თითო აქციაში $38,80 გადაიხადა.

უიდრამ რამდენიმე მარცხიც განიცადა. 2008 წელს მან დადო გაუმართლებელი ფსონი AIG-ზე, რის გამოც წლიურმა შემცირებამ 42% შეადგინა.

უიდრა ამტკიცებს, რომ მისი დარტყმის ზონა, აქციებთან მიმართებით, უკავშირდება ფუნდამენტალური ცნებების გაგებას და არა ზომასა და სექტორს. ამიტომაც მას სურს დაიწყოს ზემოდან მეგაკაპიტალიზაციისთვის და ქვემოდან ისეთი შეუფასებელი პატარა აქციებისთვის, როგორიც გახლავთ კალიფორნიის PICO Holdings-ის La Jolla – კომპანია, რომელიც ინვესტიციებს წყლის შენახვისა და წყლის რესურსების მართვაში, უძრავ ქონებასა და აგრობიზნესში ახორციელებს. უიდრას თქმით, „PICO-ს გააჩნია კარგი მენეჯმენტი გაურკვეველი აქტივების დაბალ ფასად ყიდვისა და მათი უფრო მაღალ ფასად გაყიდვისთვის“. ის, რა თქმა უნდა, ასაბუთებს იმას, რაზეც საუბრობს.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *