iQOS ამერიკის ბაზარზე შესასვლელად ემზადება

iQOS ამერიკის ბაზარზე შესასვლელად ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და ნარკოტიკების ადმინისტრაცია (FDA) ქვეყანაში Philip Morris-ის IQOS-ის როგორც ნაკლებად საზიანო პროდუქტის დაშვებაზე გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში მიიღებს. ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს არის თუ არა IQOS ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლებად საზიანო ჯანმრთელობისთვის. Philip Morris-მა IQOS-ში $3 მილიონის ინვესტიცია განახორიცელა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ანდრე კალანტზოპულოსი Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანია 1,1 მილიარდ მწეველს მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხო ალტერნატივა შესთავაზოს. მსგავს პროდუქტად iQOS სახელდება.

“FDA-სგან პროდუქტის დამტკიცება ორ ეტაპს მოიცავს, – ერთია მისი ამერიკის ბაზარზე კომერციალიზაცია, ხოლო მეორე კი მისი, როგორც ტრადიციულ სიგარეტზე ნაკლებ საზიანო პროდუქტად აღიარება. გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი. ამერიკის FDA დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ველაზე ძლიერი უწყებაა, რომელიც პროდუქციის სრულ შესწავლას ახორციელებს. მსოფლიოს არაერთ ქვეყანას ჰყავს მსგავსი ორგანიზაცია, თუმცა FDA-ის მსავს დეტალურ  შესწავლას, როგორც წესი სხვა უწყებები არ ახორციელებენ.  თამბაქოს ყველა პროდუქცია ერთმანეთისგან განსხვავდება.  ჩვენ უნდა ავირიდოთ  თავიდან ის დაბნეოულობა, რომელიც შესაძლოა მომხმარებელს გაუჩნდეს.  სწორედ ამიტომ გვჭირდება პროცესის საფუძვლიანი შეფასება. საუბარი არაა ნულოვანი რისკის შემცველ პროდუქტებზე”, – ამბობს ანდრე კალანტზოპულოსი და აღნიშნავს, რომ იაპონიაში, სადაც  iQOS-ის კომერციალიზაცია 2 წლის წინ მოხდა, მისი მომხმარებლების რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *