საქართველოს რკინიგზის შემოსავლები მცირდება

2017 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 8%-ით შემცირდა, ხოლო II კვარტალთან შედარებით კი 21%-ით გაიზარდა. 

ამასთან, წლის პირველ 9 თვეში სახელმწიფო კომპანიის შემოსავლები წლიურად 6%-ით შემცირდა.

მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 108 მილიონი ლარი შეადგინა, წლის პირველ 9 თვეში კი 303 მილიონი. შედარებისთვის, გასული წლის 9 თვეში რკინიგზის შემოსავლები 323 მილიონს შეადგენდა. 

III კვარტალში საქართველოს რკინიგზის შემოსავლები ტვირთების გადაზიდვიდან 11%-ით ანუ 8,3 მლნ ლარით შემცირდა, სამგზავრო გადაყვანიდან კი 35%-ით გაიზარდა. 

წლის 9 თვეში სატვრთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი 22,7 მლნ ლარით არის შემცირებული. თუკი გასული წლის 9 თვეში რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვებით 218 მლნ ლარის მოგება მიიღო, წელს ეს მაჩვენებელი 195 მილიონამდე შემცირდა. 

საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ შემოსავლების შემცირებაზე საანგარიშო პერიოდში ლარის გაუფასურებამაც იქონია გავლენა.  საქართველოს რკინიგზის სატრანსპორტო შემოსავალი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის გაცვლით კურსზე, რადგან ტარიფების უმეტესობა დოლარშია დენომინირებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ წლის 9 თვეში სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 11%-ითაა შემცირებული.

საქართველოს რკინიგზა რკინიგზის შემოსავლები

წინა სტატია

რეგიონის ქვეყნები, რომლის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფად იზრდება
04 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიების შემოსავლები იზრდება
04 დეკემბერი, 2017
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker