მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიების შემოსავლები იზრდება

მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიების შემოსავლები იზრდება

წლის პირველ 10 თვეში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა კომპანიებმა ჯამში 53,8 მლნ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღეს. წლიურად კომპანიის შემოსავლები საშუალოდ 6 მლნ ლარით გაიზარდა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, შემოსავლების ყველაზე დიდი წილი სილქნეტზე მოდის და მან წლის დასაწყისიდან 24,3 მლნ ლარი შეადგინა. კომპანია მაგთიკომმა კი საანგარიშო პერიოდში 19,6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

წლის განმავლობაში ყველაზე მეტი შემოსავალი კომპანიებმა სექტემბერში მიიღეს და მან 5,6 მლნ ლარი შეადგინა. 

ოქტომბერში 2,433,359 ლარის შემოსავალი მიიღო სილქნეტმა, ხოლო მაგთიმ კი 2,405,805 მლნ ლარის.

ამავე პერიოდში 414,268 ლარი შეადგინა გლობალ TV-ის შემოსავალმა, რომელიც გასულ თვეს კომპანია სილქნეტმა შეიძინა. 

ოქტომებრშივე ყველაზე მეტი აბონენტი სილქნეტს ჰყავდა და მათი რაოდენობა 236,466-ს შეადგენდა, ხოლო მაგთის კი 160,197-ს. გლობალ TV-ის აბონენტების რაოდენობა 48,023 იყო. 

აბონენტების განაწილება ტექნოლოგიების მიხედვით შემდეგია:

  • IPTV – 305,988
  • თანამგზავრული – 106,093
  • კოაქსიალური – 38,577
  • რადიოსიხშირული – 52,151
  • ინტერნეტტელევიზია – 1,949 

კომპანიებს ჯამში 504,758 აბონენტი ჰყავთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *