Bitfury Group ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილ ბიტკოინ დატაცენტრს ააშენებს

კომპანია Hut 8 და Bitfury ჯგუფი თანამშრომლობას იწყებენ და ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილ ბიტკოინ მაინინგის დატაცენტრს ქმნიან. დატაცენტრს პროგრამულ უზრუნველყოფას და საოპერაციო მომსახურებას ექსკლუზიურად Bitfury შესთავაზებს.

"ორი კომპანიის თანამშრომლობა ჩრდილოეთ ამერიკაში ბიტკოინის მიმართ გაზრდილი მოთხოვნის დასტურია", - ამბობს Hut 8-ის აღმასრულებელი დირექტორი სინ კლარკი.

Btfury ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვი ამბობს, რომ მათთვის ჩრდილოეთ ამერიკა ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია.

"საკმაოდ დიდია შესაძლებლობა რომ ჩრდილოეთ ამერიკა კრიპტოვალიტების მაინინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი გახდეს მსოფლიოში“ - ამბობს ვავილოვი.

The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Groupp შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.

Hut 8 ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილი დატაცენტრის ოპერატორი კომპანია იქნება. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, კომპანია ერთდროულად მიიღებს ბიტკოინ მაინინგის 22 დატაცენტრზე კონტროლს, 2018 წლის პირველ ნახევარში კი კომპანია აქციების საჯარო განთავსებას გეგმავს კანადურ ბირჟაზე, ხოლო პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კომპანია ოპერირებას 35 დატაცენტრს გაუწევს.

Bitfury Group Hut 8 ვალერი ვავილოვი ბიტკოინი

წინა სტატია

კანდიდატი პროგრესული ხედვით
05 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

ქვეყნები, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად იზრდება
05 დეკემბერი, 2017
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker