ევროკავშირმა "საგადასახადო სამოთხეების" შავი სია გამოაქვეყნა

ევროკავშირმა, 10-თვიანი მუშაობის შემდეგ, მსოფლიოს 17 ქვეყნისგან შემდგარი ე.წ. "შავი სია" გამოქვეყნა, სადაც ის ქვეყნები შედიან, რომელბიც ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის სტანდარტებს საგადასახადო კანონმდებლობის კუთხით. ამასთან, აღნიშნულ ქვეყნებს არ აქვთ საგადასახადო გამჭვირვალობის სტანდარტი, აქვთ დამაზიანებელი პრეფერენციული რეჟიმები (ე.წ. ოფშორები) და არ თანამშრომლობენ ევროკავშირთან საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებში.

აღნიშნული 17 ქვეყანაა:

ამერიკული სამოა; ბაჰრეინი; ბარბადოსი; გრენადა, გუამი, სამხრეთ კორეა, მაკაუ, მარშალის კუნძულები, მონღოლეთი, ნამიბია, პალაუ, პანამა, სენტ ლუსია, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

ამასთან 47 ქვეყანა ე.წ. ნაცრისფერ სიაში მოხვდა. აღნიშნული ქვეყნები ამჟამად ევროკვშირის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა ვალდებულები არიან საგადასახადო წესები შეცვალონ. ამისთვის მათ ევროკავშირმა ვადა 2018-2019 წლამდე მისცა.

"საგადასახადო სამოთხეებად" კი შემდეგი ქვეყნები დასახელდა:

ლუქსემბურგი; კაიმანის კუნძულები; კუნძული მენი; ჯერსი (ნორმანდიის კუნძულები); ირლანდია; მავრიკი; ბერმუდის კუნძულები; მონაკო; შვეიცარია; ბაჰამის კუნძულები.

ევროკავშირში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა ჯამში მსოფლიოს 92 ქვეყნის საგადასახადო სისტემა შეაფასა. შეფასება შემდეგი 3 კრიტერიუმით მოხდა:

  • საგადასახადო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს OECD-ის გლობალური სტანდარტების დაკმაყოფილებას;
  • საერთაშორისო დაბეგვრის ახალი ნორმების დანერგვა;
  • პრეფერენციული საგადასახადო რეჟიმების (ე.წ. ოფშორები) არსებობა, რომელიც ჩაითვლება დამაზიანებელ რეჟიმად სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.

91 ქვეყანასთან ერთად შეფასდა საქართველოს საგადასახადო სისტემაც და ქვეყნის მიერ სამივე კრიტერიუმი დაკმაყოფილდა.  

ევროკავშირის კრიტერიუმებთან შეუსაბამობა ჯამში 64 ქვეყანას დაუდგინდა.

ევროკავშირი საგადასახადო სამოთხეები Forbes

წინა სტატია

ნოემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 44 მილიონი დოლარით გაიზარდა
07 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს
08 დეკემბერი, 2017
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker