Fitch-მა Energo-Pro Georgia-ს რეიტინგი დაუდასტურა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა Energo-Pro Georgia-ს გრძელვადიანი რეიტინგი BB დონეზე პროგნოზით "სტაბილური"  დაუდასტურა.

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ რეიტინგზე გავლენას ახდენს კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა საქართველოში და მისი მფლობელი კომპანიის მდგრადობა.

კომპანია კომუნალური ჯგუფის ENERGO-PRO-ს მფლობელობაშია. ენერგო-პრო ჯგუფი აერთიანებს ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, საქართველოში და თურქეთში.

EPG საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამანაწილებელი კომპანიაა, რომელსაც ბაზრის 46% უკავია ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით. 

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ კომპანიის ტარიფები ძლიერ ცვლილებას განიცდის, რისი მიზეზიც ლარის გაუფასურებაა. 2016 წლის ბოლო კომპანიის ვალის 96% უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული (უმეტესად დოლარსა და ევროში), ამიტომ Fitch აღნიშნავს, რომ სავალუტო რყევები კომპანიისთვის რისკს წარმოადგენს, რადგან მისი შემოსავლები ლარშია.

Fitch Ratings Fitch Energo-Pro Georgia რეიტინგი

წინა სტატია

წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს
08 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

აეროპორტებში მგზავრთნაკადი და ტვირთბრუნვა იზრდება
08 დეკემბერი, 2017
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker