ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.25 პროცენტამდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.25 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 7.25 პროცენტამდე გაზარდა.

ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, შემცირებას დაიწყებს. საგრძნობლად გაუფასურდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რამაც, წინა პროგნოზთან შედარებით, გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე. ამასთანავე, ბოლო ორი თვის ბაზრის კვლევის ინდიკატორები ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე მიუთითებს. ზემოთქმულიდან გამომ­დინარე, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება გამოიკვეთა. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ზომა და ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა.

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ნავთობის საერთაშორისო ფასების 40%-ის ფარგლებში ზრდამ. ერთჯერადი ფაქტორების, მათ შორის სააქციზო გადასახადების ზრდის, გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე დაახლოებით 3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *