თბილისის უბნები, სადაც ყველაზე მეტი მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისის უბნები, სადაც ყველაზე მეტი მშენებლობა მიმდინარეობს

KPMG ე.წ “ამწეების ინდექსს” აქვეყნებს, რომელშიც 2017 წლის მეოთხე კავრტალში თბილისში განხორციელებული მშენებლობებია გაანალიზებული. კვლევა მხოლოდ მასშტაბურ მშენებლობებს მოიცავს და მასში არ შედის მცირე ზომის კომპლექსების მშენებლობები.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი მშენებლობა ვაკეში მიმდინარეობდა. მას მოსდევს საბურთალო, ისანი-სამგორი, ნაძალადევი და გლდანი. ჯამში მშენებლობების 50% ვაკე-საბურთალოზე მოდის. 

წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მასშტაბური მშენებლობების რაოდენობა თბილისში 9,3%-ით გაიზარდა. 

მშენებლობების ყველაზე დიდი წილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის, – ჯამში მთლიანი მშენებლობების 67% სწორედ საცხოვრებელ კომპლექსებთანაა დაკავშირებული, 15,5% კი მულტიფუნქციურ შენობებზე მოდის. პირველ კვარტალთან შედარებით, 66%-ით შემცირდა სასტუმროების მშენებლობა.

ამასთან, პირველ კვარტალთან შედარებით, მეოთხე კვარტალში 36,8%-ით გაიზარდა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.  მულტიფუნქციური მშენებლობების რაოდენობა კი 5,3%-ით შემცირდა. 

კვლევის მიხედვით, თბილისში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანი მთაწმინდაა, სადაც კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 8099 პირი ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვით მეორე ადგილზეა დიდუბე-ჩუღურეთი, სადაც კვადრატულ კილომეტრზე 5863 პირი მოდის. მესამე ადგილზეა ნაძალადევი, სადაც კვადრატულ კილომეტრზე 5249 პირი ცხოვრობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *