საქართველოს ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია

2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტმა 2439.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.  

რეექსპორტის გარეშე კი საქართველოდან ექსპორტი 1,8 მლრდ დოლარს შეადგენს. რეექსპორტის გარეშე საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია საანგარიშო პერიოდში მადნები და სპილენძის კონცენტრატები იყო, რომლის ექსპორტმა 379.1 მლნ დოლარი შეადგინა.  

სტატისტიკის სამსახურის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 10 ყველაზე მსხვილი ქართული საექსპორტო პროდუქცია შემდეგია:  

  • მადნები და სპილენძის კონცენტრატები - 379.1 მლნ დოლარი 
  • ფეროშენადნობები - 285.2 მლნ დოლარი 
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 153.9 მლნ დოლარი 
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 87 მლნ დოლარი 
  • თხილი და სხვა კაკალი - 72 მლნ დოლარი 
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 71,6 მლნ დოლარი 
  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 64,5 მლნ დოლარი 
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, ( სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები)  სპირტიანი სასმელები - 51 მლნ დოლარი 
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 40 მლნ დოლარი 
  • ნავთობი ნედლი და ნავთობპროდუქტები ნედლი, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან - 37,1 მლნ დოლარი  

რეექსპორტის გარეშე, საექსპორტო ათეულში ვერ მოხვდა მსუბუქი ავტომობილები და სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც იანვარ-ნოემბერში მთლიანი ექსპორტის 11% და 5,2% ეკავათ. 

ექსპორტი საქართველოს ექსპორტი საქსტატი

წინა სტატია

2017 წელს საქართველოში 28 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა
05 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

კურსის დადგენის წესში ცვლილება შედის
05 იანვარი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker