საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადება

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადება

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ეხმაურება ბოლო პერიოდში გარკვეული პოლიტიკოსების უსაფუძვლო განცხადებებს და სურს მოსახლეობას მართებული ინფორმაცია მიაწოდოს.

2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა, მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასეხო დაფინანსებით უზრუნველყო. Bitfury-ის საქართველოში შემოსვლამ  ხელი შეუწყო ქვეყანაში  მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და  საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია.

აღნიშნული სესხი კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და  გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ.

ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არცერთი პოლიტიკოსი არ დაკავშირებია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ წმინდა პოლიტიკურ მოტივებს.  მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს  და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *