ჟენევის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვა დაიწყო

ჟენევაში ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვა დაიწყო. სასამართლო პროცესზე ექსპრემიერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა აღიარა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის პერიოდში თავისი კლიენტების თანხები ყალბი ხელმოწერის დახმარებით სხვა ანგარიშებზე გადაჰქონდა.

შედეგად ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით $150 მილიონის ზარალი მიადგა.

Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირი პატრის ლესკაუდრონი აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერის გარდა, რუსი ბიზნესმენის ვიტალი მალკინის ხელმოწერასაც აყალბებდა. ბრალდებულს, რომელიც უკვე 2 წელია დაკავებულია, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის წლების განმავლობაში კლიენტების $1,6 მილიარდის ქონებას უწევდა მენეჯმენტს, მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილის და რუსი ბიზნესმენის ქონებაც. როგორც ცნობილია პატრის ლესკაუდრონი მოსკოვშიც მუშაობდა და მის წინააღმდეგ სარჩელი ბიძინა ივანიშვილის გარდა კიდევ ორ რუს ბიზნესმენს აქვს შეტანილი.

საქმეში ბევრი დეტალი ბუნდოვანია, თუმცა ცნობილია შემდეგი:

2006 წელს, ფინანსურმა მრჩეველმა თავისი კლიენტებისთვის, უძრავი ქონების აქციების დამატება დაიწყო. ამ მიზნით, მან შვილობილი ანგარიშები შექმნა, რომლის შესახებაც მისი კლიენტები ინფორმირებულები არ იყვნენ. მას შემდეგ რაც ფინანსური კრიზისის დროს, უძრავი ქონების დეველოპერი Meinl-ის ბირჟა ჩამოიშალა ბანკირმა ნაცვლად იმისა, რომ დანაკარგი ეღიარებინა, ანგარიშის შევსება ბიძინა ივანიშვილის ფულით დაიწყო. მან დაახლოებით 100 მილიონის გადარიცხვა მოახდინა სხვა კლიენტების ანგარიშებზე. ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილს არ ჰქონდა.

ჟენევის სასამართლო ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse პატრის ლესკაუდრონი

წინა სტატია

ნონა მამულაშვილი შვეიცარია-საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს
17 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

Nona Mamulashvili Elected As President of Swiss-Georgian Business Association
17 იანვარი, 2018
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker