საქართველოს რეგიონები ყველაზე მაღალი სამშენებლო აქტივობით

გასულ წელს, საქართველოში 2922 ობიექტის მშენებლობა დასრულდა. სტატისტიკის სამსახურის დეკლარირებული მონაცემების თანახმად, მათმა საერთო ფართობმა 2198309 კვ.მ. შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი მშენებლობა დასრულდა თბილისში - 860. მათი უმეტესობა, - 667 - საცხოვრებელი შენობა იყო; 37 სავაჭრო ცენტრი, 5 ავტოგასამართი სადგური, 10 კაფე-ბარი-რესტორანი. გასულ წელს თბილისში 13 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა. დედაქალაქში დასრულებულ მშენებლობებს შორის 49 სამრეწველო და სასაწყობო შენობაა, 10 კი სასწავლო დაწესებულება.

აჭარაში 133 ობიექტის მშენებლობა დასრულდა. აქედან, 46 საცხოვრებელი შენობაა, 7 სავაჭრო ობიექტი, 5 კი კაფე-ბარი და რესტორანი. აჭარაში გასულ წელს, 21 სასტუმროს და 6 სამრეწველო და სასაწყობო ობიექტის მშენებლობა დასრულდა.

გურიაში 103 ობიექტის მშენებლობა დასრულდა. აქედან, 46 საცხოვრებელი შენობაა, 24 კი სავაჭრო ობიექტი. გურიაში გასულ წელს 11 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა. დასრულებული სამრეწველო და სასაწყობე შენობების რაოდენობამ კი 4 შეადგინა. 

რაჭა-ლეჩხუმში 21 ობიექტის მშენებლობა დასულდა. აქედან 3 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტია, 4 საცხოვრებელი, 3 კი სავაჭრო ობიექტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 212 ობიექტის მშენებლობა დასრულდა. აქედან 56 საცხოვრებელი, ხოლო 54 სავაჭრო ობიექტი იყო. რეგიონში გასულ წელს 22 სამრეწველო და სასაწყობე ობიექტის მშენებლობა დასრულდა.

იმერეთში 300 ობიექტის მშენებლობა დასრულდა. მათგან ყველაზე დიდი რაოდენობის, - 88 ობიექტი - საცხოვრებელი იყო. ამასთან, იმერეთში გასულ წელს, 70 სავაჭრო ობიექტის მშენებლობა დასრულდა.

კახეთში 322 ობიექტის მშენებლბა დასრულდა. მათგან 96 სავაჭრო ობიექტი იყო, 27 სამრეწველო და სასაწყობე შენობა, ხოლო 37 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი.

მცხეთა-მთიანეთში 171 ობიექტის მშენებლობა დასრულდა, მათგან ყველაზე მეტი რაოდენობის - 107 საცხოვრებელი იყო. სამცხე ჯავახეთში 145 ობიექტის მშენებლობა დასრულდა.

ქვემო ქართში 450 ობიექტის მშენებლობა დასრულდა, მათგან 252 საცხოვრებელი ობიექტი, ხოლო 54 სავაჭრო ობიექტი იყო. ამასთან, ქვემო ქართლში 19 სამრეწველო ობიექტის მშენებლობა დასრულდა.

შიდა ქართლში 205 ობიექტის მშენებლობა დასრულდა, მათგან ყველაზე მეტი კი - 54 საცხოვრებელი ობიექტი იყო.

რაც შეეხება გაცემულ სამშენებლო ნებართვებს, - გასულ წელს საქართველოში 10495 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა. მათგან ყველაზე მეტი თბილისში იყო და მათმა რაოდენობამ 5032 შეადგინა. 1141 სამშენებლო ნებართვა გაიცა აჭარაში, 125 გურიაში, 637 სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 630 იმერეთში. 481 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა კახეთში, 398-ის მცხეთა-მთიანეთში, ხოლო სამცხე-ჯავახეთში კი 304-ის. ქვემო ქართლში 1325 მშენებლობის ნებართვა გაიცა, ხოლო შიდა ქართლში 370-ის.

გასულ წელს გაცემული სამშენებლო ნებართვებიდან ყველაზე დიდი წილი (6799 ნებართვა) საცხოვრებელ ობიექტებზე მოდის. 2017 წელს გაცემული ნებართვებიდან 202 ადმინისტრაციულ შენობას ეკუთვნის, 849 სავაჭრო ობიექტს, 126 კაფე ბარი და რესტორანია, 66 ავტოსადგომი, 13 კი კულტურული დაწესებულება. 23 ნებართვა გაიცა სპორტული დაწესებულების მშენებლობაზე, 311 სასტუმროს, ხოლო 56 ნებართვა კი სასწავლო დაწესებულების მშენებლობაზე. გაცემული ნებართვებიდან 9 აფთიაქია, 49 ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულება, 519 სამრეწველო და სასაწყობე ობიექტი, ხოლო 275 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი.

სამშენებლო ნებართვები

წინა სტატია

2017 წელს საქართველოში 60 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა
01 February, 2018

შემდეგი სტატია

ყველაზე პოპულარული საგადახდო ბარათები საქართველოში
01 February, 2018
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker