საქართველო და ციფრული სერვისები

საქართველო და ციფრული სერვისები

“საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ გლობალურ ციფრულ ტრენდებს, ხოლო ინოვაციებში ევროპულ პრიორიტეტებს ზოგიერთი მიმართულებით უსწრებენ კიდეც”, – ნათქვამია Mastercard-ის Digitalization of Life-ის კვლევაში, რომელმაც შეისწავლა, თუ რა დამოკიდებულებაა საქართველოში digital-ტექნოლოგიებსა და სერვისებზე, რომელი ციფრული საბანკო გადაწყვეტილებებით სარგებლობს მოსახლეობა და რომელ ინოვაციებზეა მოთხოვნა.

კვლევის მონაწილეთა 74%-მა მობილური ტელეფონი ანგარიშსწორების ყველაზე სასურველ მოწყობილობად დაასახელა. მანამდე ევროპაში ჩატარებულმა კვლევამ Mastercard Impact of Innovation გამოავლინა, რომ ევროპელთა შორის სმარტფონით ანგარიშსწორების ტრენდს რესპონდენტთა 60% ემხრობა. გადახდებისთვის იდენტიფიკაციის უპირატეს მეთოდად საქართველოს გამოკითხულ მოქალაქეთა 44% თითის ანაბეჭდების ამოცნობას მიიჩნევს, მაშინ, როცა ევროპელთა შორის ამ მეთოდს პრიორიტეტი მხოლოდ 38%-მა მიანიჭა.

კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხვის მონაწილეთა 85% საბანკო სერვისების გაციფრულებას  ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 76%-მა აღნიშნა, რომ ციფრული მომსახურების პოზიტიურ გამოცდილებას უკვე დღეს ფლობს.

საქართველოს მოქალაქეთათვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაში მთავარი არგუნემენტი სისწრაფე და დროის ეკონომია აღმოჩნდა – ეს აღნიშნა გამოკითხულთა 69%-მა. მომდევნო ადგილებზეა გამოყენების სიმარტივე და ნებისმიერ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობა. ფინანსურ ციფრულ სერვისებს შორის საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება გადასახადების გადახდა, ფულადი გზავნილები, ასევე ონლაინ-შოპინგი.

გამოკითხულთა 48% ანგარიშსწორებისთვის უკონტაქტო ბარათს იყენებს. უნაღდო ანგარიშსწორების ყველაზე პოპულარული ადგილი სურსათით საცალო ვჭრობის ობიექტები აღმოჩნდა. საქართველოს მოქალაქეები ასევე ისურვებდნენ საგადახდო ბარათების უფრო მეტად გამოყენებას ტაქსებში, ონლაინ-შოპინგსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საკვანძო უპირატესობებს შორის, რომელთა მიღებასაც საქართველოში ბანკებისგან ბარათების მფლობელები ისურვებდნენ, არის: სპეციალური შეთავაზებები (54%), სხვა ბანკების ბანკომატებით სარგებლობა (48%), ასევე ფასდაკლებული საბანკო პროდუქტები (48%).

Mastercard-ის დაკვეთით, კვლევა Digitalization of Life 2017 წლის შემოდგომაზე აწარმოა კომპანიამ IPM Research. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საბანკო მომსახურების მომხმარებელმა და საბანკო ბარათების მფლობელმა – 20-75 წლის ასაკის 1000-მა მამაკაცმა და ქალბატონმა თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან და გორიდან. გამოკითხვის მეთოდოლოგია: CATI – სატელეფონო გამოკითხვის კომპიუტერული სისტემა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *