Forbes-ი კრიპტოვალუტებით გამდიდრებული პირების რეიტინგს აქვეყნებს

რეიტინგის პირველ ადგილზე Ripple-ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენია. 57 წლის ლარსენი დაახლოებით $7,5-8 მილიარდის კრიპტოვალუტას ფლობს.

მეორე ადგილს Ethereum-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯოზეფ ლავინი იკავებს, რომელიც  $1-დან 5 მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობს.

მესამე ადგილზეა კრიპტავალუტის ბირჟის დამფუძნებელი ჩანპენ ჩჟაო, რომლის ქონება $1,1 -2 მილიარდს შეადგენს.

მეოთხე ადგილზე ძმები უინკლევოსები არიან. მათ მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტების ღირებულება $900 მილიონიდან $1,1 მილიარდამდეა შეფასებული. კრიპტოვალუტის ბაზარზე უინკლვოსები მოწინავე მოთამაშეებად განიხილებიან, რადგან მათ ჯერ კიდევ 2013 წელს ბიტკოინში 11 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ იმ დროს 1 ბიტკოინი მხოლოდ 120 აშშ დოლარამდე ღირდა.

ხუთეულში მოხვდა მეთიუ მელონი. მისი ქონებაც $900 მილიონიდან $1,1 მილიარდამდეა შეფასებული.

ფორბსის რეიტინგი კრიპტოვალუტები რიპლი კრის ლარსენი

წინა სტატია

იანვარში უცხოური ვალუტის რეზერვები 26 მილიონი დოლარით გაიზარდა
07 February, 2018

შემდეგი სტატია

Top 20 Largest Georgian Companies
07 February, 2018
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker