საინტერესო ფაქტები ზამთრის ოლიმპიადების ისტორიიდან

9 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით, ფიონგჩანგში ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

პირველი ზამთრის ოლიმპიადა თითქმის 1 საუკუნის წინ, 1924 წელს, შამონიში (საფრანგეთი) გაიმართა. პირველ თამაშებში მხოლოდ 16 ქვეყნის 248 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ზამთრის ოლიმპიადა ყველაზე მეტჯერ - ოთხჯერ - აშშ-შია ჩატარებული. საფრანგეთმა ოლიმპიადას სამჯერ უმასპინძლა, 2-2-ჯერ: ავსტრიამ, იაპონიამ, იტალიამ, კანადამ, ნორვეგიამ და შვეიცარიამ, თითოჯერ - გერმანიამ, იუგოსლავიამ და რუსეთმა.

კორეაში ზამთრის ოლიმპიადა პირველად ტარდება. თუმცა, კორეელებს უკვე აქვთ ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის გამოცდილდება (სეული, 1988).

საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე მეშვიდედ მონაწილეობს. ფიონგჩანგში 4 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრა: სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამიშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოგოიანი. საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აქამდე მედალი არ მოუპოვებიათ (33 მედალი ზაფზულის ოლიმპიადებზე).

დოპინგ-სკანდალის გამო, რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალა. ოლიმპიზმის ისტორიაში ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა. თუმცა, საბოლოოდ, სასჯელი უფრო ნომინალური აღმოჩნდა, ვიდრე რეალური - 169 რუსი სპორტსმენი მაინც მიიღებს მონაწილეობას სტატუსით ოლიმპიელი რუსეთიდან.  მათი გამარჯვების შემთხვევაში არ აღიმართება რუსეთის დროშა და არ დაუკრავენ რუსეთის ჰიმნს. 

ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე მეტი მედალი ნორვეგიას აქვს მოპოვებული - 329. 5 მილიონზე ოდნავ მეტი მოსახლეობის სკანდინავიური ქვეყანა ოქროს მედლების რაოდენობითაც ლიდერია - 118.

ოლიმპიური მედლების რაოდენობით ქვეყნების ტოპ-10:

#

ქვეყანა

თამაშების რაოდენობა

ოქრო

ვერცხლი

ბრინჯაო

სულ

1

 ნორვეგია

22

118

111

100

329

2

 აშშ

22

96

102

84

282

3

 გერმანია

11

78

78

53

209

4

 საბჭოთა კავშირი

9

78

57

59

194

5

 კანადა

22

62

56

52

170

6

 ავსტრია

22

59

78

81

218

7

 შვედეთი

22

50

40

54

144

8

 შვეიცარია

22

50

40

48

138

9

 რუსეთი

6

45

32

34

111

10

 ფინეთი

22

42

62

57

161

ზამთრის ოლიმპიადა ფიონგჩანგი კორეა ოლიმპიური თამაშები

წინა სტატია

საქართველოს საგარეო ვალი
08 February, 2018

შემდეგი სტატია

ბადაგონი: სამუშაო პროცესი გაჩერებულია
08 February, 2018
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
ახალი ამბები ქართულად | Oct, 26, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker