ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ბანკირს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ბანკირს 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟენევის სასამართლომ გადაწყვეტილება პარასკევს მიიღო.

Credit Suisse-ს ყოფილ ბანკირს ბრალად თაღლითობა და კლიენტების ხელმოწერების გაყალბება ედება. ბანკირმა ბიძინა ივანიშვილი $152 მილიონით აზარალა, აქედან 30 მილიონი ფრანკი კი მას პირად მოგებად დარჩა.

Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირი პატრის ლესკაუდრონი აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერის გარდა, რუსი ბიზნესმენის ვიტალი მალკინის ხელმოწერასაც აყალბებდა.  ის წლების განმავლობაში კლიენტების $1,6 მილიარდის ქონებას უწევდა მენეჯმენტს, მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილის და რუსი ბიზნესმენის ქონებაც.

2006 წელს, ფინანსურმა მრჩეველმა თავისი კლიენტებისთვის, უძრავი ქონების აქციების დამატება დაიწყო. ამ მიზნით, მან შვილობილი ანგარიშები შექმნა, რომლის შესახებაც მისი კლიენტები ინფორმირებულები არ იყვნენ. მას შემდეგ რაც ფინანსური კრიზისის დროს, უძრავი ქონების დეველოპერი Meinl-ის ბირჟა ჩამოიშალა ბანკირმა ნაცვლად იმისა, რომ დანაკარგი ეღიარებინა, ანგარიშის შევსება ბიძინა ივანიშვილის ფულით დაიწყო. მან დაახლოებით 100 მილიონის გადარიცხვა მოახდინა სხვა კლიენტების ანგარიშებზე. ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილს არ ჰქონდა.

ბიძინა ივანიშვილი პატრის ლესკაუდრონი Credit Suisse

წინა სტატია

საგარეო ვაჭრობის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა
09 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

ბოლო ორ კვირაში ნავთობი 9 პროცენტით გაიაფდა
09 თებერვალი, 2018
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker