ფასების ზრდის ტემპი საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში

2017 წლის წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 6.7% შეადგინა. სასაქონლო ჯგუფებიდან, გასულ წელს ყველაზე მეტად - 17.5%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა.

წლის დასაწყისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4,3%-მდე შემცირდა. იანვარში კი, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,6 პროცენტი შეადგინა. ევროზონაში ინფლაცია 1,3%-მდე შემცირდა.

ამავე პერიოდში ინფლაციის დონე შემცირდა რუსეთში, ყაზახეთსა და თურქეთში:

რუსეთი - 2,2%

ყაზახეთი - 6,8%

თურქეთი - 10,4%

სომხეთში ინფლაციის დონე იანვარში 2,7%-მდე გაიზარდა. G&T-ის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს ბელორუსში ინფლაციის დონე 4,6%-მდე შემცირდა. ამასთან, დეკემბერში ინფლაციის დონე აზერბაიჯანში 7,8%-მდე შემცირდა, ხოლო 13,7%-მდე გაიზარდა უკრაინაში. იანვარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდა უკრაინაში (16%), ხოლო ყაზახეთში 9,7%-მდე შემცირდა. დანარჩენ ქვეყნებში ცენტრალურმა ბანკებმა განაკვეთი უცვლელი დატოვეს.

მიმდინარე წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 4,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. პროგნოზი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებისთვის შემდეგია:

Step by Step Charts
Infogram
ფასების ზრდა ინფლაცია სავალუტო ფონდი

წინა სტატია

რეფორმების ელჩი
14 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

მსოფლიოს 10 ყველაზე ღარიბი ქვეყანა
14 თებერვალი, 2018
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker