Forbes Georgia - ფორბს საქართველო

კორუფციის რეიტინგში საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაურესდა

21 თებერვალს კორუფციის აღქმის საერთაშორისო ინდექსი გამოქვეყნდა, რომლის თანახმად 2017 წელს კორუფციის დაბალი დონით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზე იყო (56 ქულით). 2016 წელს საქართველოს 57 ქულა ჰქონდა და 44-ე ადგილი ეკავა, ანუ  ქულის შემცირებას პოზიციის 2 ადგილით გაურესება მოჰყვა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ქვეყნების კორუფციის დონის რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. რეიტინგი კორუფციის აღქმის ინდექსს ( Corruption Perceptions Index) ეფუძნება. ინდექსში კორუფცია განმარტებულია, როგორც საჯარო (პოლიტიკური) ძალაუფლების პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება. კვლევის შედეგები მოსახლეობის და ექსპერტების გამოკითხვას ემყარება. კვლევა მსოფლიოს 180 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაქსიმალური ქულაა 100 და ნიშნავს კორუფციისგან სრულად თავისუფალ ქვეყანას. 100 ქულა არც ერთ ქვეყანას არ აქვს, თუმცა 89 ქულით პირველ ადგილზე ახალი ზელანდიაა.

რეიტინგის ბოლო ადგილს (180-ე) სომალი იკავებს 9 ქულით.

ჩვენ გირჩევთ

BGEO-მ გასულ წელს 1,1 მილიარდის შემოსავალი მიიღო

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან

BGEO-მ გასულ წელს 1,1 მილიარდის შემოსავალი მიიღო

BGEO-მ გასულ წელს 1,1 მილიარდის შემოსავალი მიიღო

კორუფცია რეიტინგი საერთაშორისო გამჭვირვალობა

წინა სტატია

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც "ჩრდილოვანი ეკონომიკის" წილი ყველაზე მაღალია
21 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

E-cigs for quitting smoking? A cautious thumbs-up from American Cancer Society
22 თებერვალი, 2018
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker