მსოფლიო ბანკი საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარებას სწავლობს

მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ჰანს ტიმერმა ქვეყანაში კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის პერსპექტივის შესასწავლად შეხვედრები გამართა, როგორც კერძო სექტორთან, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ჰანს ტიმერი ამბობს, რომ საქართველო ინოვაციური პროექტების განვითარებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანას უსწრებს.  

"გაოცებული ვარ ამ ტექნოოგიების საქართველოში გავრცელების არეალით. საქართველო ამ კუთხით ნამდვილად უსწრებს ბევრ ქვეყანას და სწორედ ამიტომ შევარჩიე თქვენი ქვეყანა", - ამბობს ჰანს ტიმერი.  

მისივე თქმით, ბლოკჩეინს შეუძლია გაზარდოს სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, ასევე მისი გამჭვირვალობა. ამიტომ საქართველომ უნდა გააგრძელოს და განავითაროს საპილოტე პროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ბლოკჩეინში გულისხმობს.  

"ეს საპილოტე პროექტია რომელიც უნდა განვითარდეს. ის რომ იყენებთ ბლოკჩეინს მიწის რეგისტრაციისას, ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობაც და მოსახლეობაც არის ძალიან ინოვაციური", - აღნიშნავს მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი. ჰანს ტიმერი ბლოკჩეინის განვითარებას ციფრულ ხელმოწერას ადარებს და ამბობს, რომ შედეგად მცირდება როგორც კორუფციის რისკი, ასევე იზრდება გამჭვირვალობა.  

"როდესაც მონაცემებს ბლოკჩეინის სისტემაში ანთავსებთ, შეგიძლიათ ყველა ტრანზაქციას ნახვა. სისტემა არის ძალიან გამჭვირვალე, ტრანზაქციები კი ხდება მარტივი და იაფი. შეგვიძლია ის შევადაროთ ციფრულ ხელმოწერას, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ განახორციელონ სერვისი ან ტრანზაქცია ონლაინ, იმის ნაცვლად რომ ადგილზე მივიდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში. თუმცა, უნდა გქონდეთ განსაზღვრული თუ კონკრეტულად რაში გჭირდებათ ბლოკჩეინი. ასე მაგალითად, თუ გსურთ გქონდეთ კვლავ მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზა, რომლის ნახვაც ყველას შეეძლება, - მაშინ ბლოკჩეინის აუცილებლობა არაა. მაგრამ თუ გსურთ, რომ თქვენი მონაცემები განთავსდეს ბევრ ადგილას, მაშინ ბლოკჩეინს დიდი უპირატესობა აქვს", - ამბობს ჰანს ტიმერი. 

ბლოკჩეინი მსოფლიო ბანკი ჰანს ტიმერი

წინა სტატია

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
27 February, 2018

შემდეგი სტატია

Moody’s ქართულ საბანკო სისტემას აფასებს
27 February, 2018
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker