Moody’s ქართულ საბანკო სისტემას აფასებს

საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღება ხელს უწყობს საბანკო სისტემის განვითარებას, - ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s აღნიშნავს. საბანკო სისტემის გრძელვადიან მხარდაჭერად სააგენტო რეგულატორულ და სამართლებრივ რეფორმებს ასახელებს.

სარეიტინგო სააგენტო მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკის 4,2%-ით გაზრდას პოგნოზირებს, მომდევნო წელს კი 4,5%-ით.

"საქართველოს ეკონომიკა მცირე ზომისაა, მცირეა ქვეყანაში სიმდიდრის მაჩვენებელიც, რაც მას მგრძნობიარეს ხდის საგარეო შოკების მიმართ, ასევე გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი დოლარიზაციის მიმართ", - აღნიშნავს Moody’s. სააგენტოს ანალიტიკოსის ალექსიოს ფილიპიდეს განცხადებით, ბანკების დაკრედიტების მაჩვენებელი უმეტესად საცალო და მცირე ბიზნეს სესხების ფონზე იზრდება.  

"მსხვილ კრედიტუნარიან კორპორაციებს უკვე თავად შეუძლიათ კაპიტალის ბაზარზე წვდომა“, - ამბობს Moody’s ანალიტიკოსი. 

Moody’s აღნიშნავს, რომ ქართული საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებულია, კაპიტალის დამატებითი მოთხოვნები კი განსაკუთრებით მსხვილი საბანკო სისტემებისთვის, გააძლიერებს დანაკარგების ან პოტენციური ზარალის განეიტრალების შესაძლებლობას და მხარს დაუჭერს სისტემის სტაბილურობას. 

"2017 წლის დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის კაპიტალის დამატებითი მოთხოვნების შესახებ განაცხადა, რასაც ბაზელ III სისტემა ითვალისწინებს. დამატებითი მოთხოვნები ბაზელ III-ის ფარგლებში 2018 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება", - აღნიშნავს სააგენტო და დასძენს, რომ ბანკების მომგებიანობა სამომავლოდაც შენარჩუნდება. მთავარ რისკად კვლავ დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი სახელდება. 

"მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელსაც ხელფულება მიჰყვება, მაღალი დოლარიზაცია კვლავ ახდენს გავლენას საბანკო სისტემაზე, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუკი ხდება ლარის გაუფასურება", - აღნიშნავს Moody’s.

ჩვენ გირჩევთ

დეპოზიტების დოლარიზაცია 64.6 პროცენტამდე შემცირდა

რამდენად მზად არის საქართველო მომავლისთვის

დეპოზიტების დოლარიზაცია 64.6 პროცენტამდე შემცირდა

დეპოზიტების დოლარიზაცია 64.6 პროცენტამდე შემცირდა

Moody’s საბანკო სისტემა რეიტინგი

წინა სტატია

მსოფლიო ბანკი საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარებას სწავლობს
27 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

Global Finance Names Jsc Galt Taggart As The Best Investment Bank In Georgia
27 თებერვალი, 2018
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker