პაშა ბანკმა ბიზნესის განვითარების ფორუმს სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკმა ბიზნესის განვითარების ფორუმს სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკმა, სრული კორპორატიული მომსახურების ბანკმა, სპონსორობა გაუწია მეორე ბიზნესის განვითარების ფორუმს, რომელიც 10 ივლისს, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობდნენ საკონსულტაციო კომპანიები, ფინანსური სექტორის წარმომადგენლები და  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ფორუმი, რომელიც შედგებოდა გამოფენისა და კონფერენციისგან, წარმოადგენდა საუკეთესო ადგილს ბიზნეს ურთიერთობებისთვის. 20 კომპანია მონაწილეობდა გამოფენაში,ხოლო კონფერენციას ბიზნესის სხვადასხვა სექტორიდან 250-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.

კონფერენცია გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – გიორგი კვირიკაშვილმა. კონფერენციაზე განხილულ თემებს შორის იყო შემდეგი  საკითხები: საქართველოს ეკონომიკაში არსებული გამოწვევები, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების გზები და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა.

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა.

 “ჩვენთვის დიდი პატივია სპონსორობა გავუწიოთ ასეთ მნიშვნელოვან ივენთს ბიზნეს სექტორისთვის საქართველოში. ჩვენ მოწოდებული ვართ დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პაშა ბანკი  სპონსორობას უწევს ეკონომიკურ კონფერენციას. პაშა ბანკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საქართველოს ბაზარზე არის ადგილობრივი მოთამაშეების  ფინანსური მხარდაჭერა და მათ საინვესტიციო და სავაჭრო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. ასეთი ფორუმების მოწყობა სასარგებლოა როგორც კერძო სექტორის ასევე სამთავრობო წარმომადგენლებისთვის , რადგან იდეების გაცვლა და დისკუსია წაადგება საქართველოს ეკონომიკას”, – განაცხადა მამმადოვმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *