იანვარ-თებერვალში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 14 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის (სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების გაერთიანებული დოკუმენტი) საგადასახადო შემოსავლები 14%-ით (185.4 მლნ ლარით) გაიზარდა. თანხობრივად ყველაზე მაღალი ზრდა სხვა არაკლასიფიცირებული გადასახადიდან მიღებულ შემოსავალში არის - 79 მლნ ლარი. შემდეგ მოდის საშემოსავლო გადასახადი და დამატებული ღრებულების გადასახადი (დღგ) 46 და 43 მლნ ლარით. პროცენტულად ყველაზე მეტად ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა - 113%-ით. შემცირდა მხოლოდ აქციზიდან მიღებული შემოსავალი - 22 მლნ ლარით (10%-ით).

იანვარ-თებერვალში, ნაერთ ბიუჯეტში ჯამში 1 505 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავალი შევიდა. ფინანსთა სამინისტროს კვარტალური გეგმების მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი) ნაერთ ბიუჯეტში 2 347 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავალი უნდა შევიდეს. გამოდის, რომ პირველი კვარტლის გეგმის შესასრულებლად მარტში 842 მლნ ლარის საგადასახადო შემოსავლის მიღებაა საჭირო. 2017 წლის მარტში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 057 მლნ ლარი იყო.

ცხრილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახო შემოსავლები იანვარ-თებერვალში, მლნ ლარი

 

იან-თებ, 2017

იან-თებ, 2018

ზრდა,    მლნ ლარი

ზრდა, %

   გადასახადები სულ

1320

1505

185

14%

სხვა გადასახადები

-128

-49

79

62%

საშემოსავლო გადასახადი

484

531

46

10%

დღგ

684

727

43

6%

მოგების გადასახადი

39

75

36

93%

ქონების გადასახადი

2.4

5.1

2.7

113%

საბაჟო გადასახადი

12.4

12.6

0.2

2%

აქციზი

225

203

-22

-10%

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

 

საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტი

წინა სტატია

უახლესი Galaxy S9|S9+
01 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში
01 მარტი, 2018
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker