ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში

2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4,3 პროცენტი შეადგინა.

სავაჭრო პარტნიორთაგან იანვარში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 4.3 პროცენტზე მაღალი იყო უკრაინაში - 14.1 პროცენტი, თურქეთში - 10.3 პროცენტი, აზერბაიჯანში - 5.5 პროცენტი.

საქართველოზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა სომხეთში - 2.7 პროცენტი, რუსეთში - 2.2 პროცენტი, აშშ-ში - 2.1 პროცენტი და ევროზონაში - 1.3 პროცენტი.

იანვარში წინა თვესთან შედარებით შესაბამისად 8 და 12.6 პროცენტით გაძვირდა ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადები. ხოლო მათი გავლენა თვის საერთო ინფლაციაზე 0.2 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს წლიურ ინფლაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის გაძვირება, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის მატებითა და ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით იყო გამოწვეული. თამბაქოსა და საწვავზე აქციზის გადასახადმა გასული წლის იანვრიდან მოიმატა და შემდგომი პერიოდის განმავლობაში აისახა ფასებზე. შესაბამისად, 2018 წლის იანვრიდან, აქციზის გადასახადის გავლენამ წლიურ ინფლაციაზე ამოწურვა დაიწყო.

ინფლაცია სავაჭრო პარტნიორები

წინა სტატია

იანვარ-თებერვალში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 14 პროცენტით გაიზარდა
01 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.7 პროცენტამდე შემცირდა
02 მარტი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker