პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

Forbes-მა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. უმდიდრეს ადამიანებს შორის 265 ქალია, მათი საერთო ქონება ტრილიონ დოლარს აღემატება, რაც წინა წელთან შედარებით, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი ელის უოლტონია, რომლის ქონებაც ერთ წელში $33.8 მილიარდიდან $46 მილიარდამდე გაიზარდა. ელისი Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია. აქამდე პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონის ტიტული L’Oreal-ის მფლობელს, ლილიან ბეტანკურს ეკავა, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. ბეტანკურის ქონების მეურვე ცხოვრების ბოლო წლებში მისი ქალიშვილი იყო, რომელმაც წელს პლანეტის უმდიდრესი ქალბატონების სიაში მეორე ადგილი დაიკავა – $42.2 მილიარდით.

სიაში მესამე ადგილს სიუზან კლატენი იკავებს, რომელსაც BMW-ში წილი მემკვიდრეობით ერგო. ამჟამად მისი ქონება $25 მილიარდია.

Forbes-ის ყველაზე მდიდარი ქალების სიის პირველი ათეულიდან რვას ქონება მემკვიდრეობით ერგო. ყველაზე მეტი ე.წ. Self-made მილიარდერი ქალი კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდანაა. მილიარდერების სიას წელს 42 ქალი შეემატა. ათეულის Self-made მილიარდერი ქალები არიან ავსტრალიელი ჯინა რაინჰარტი და ამერიკელი აბიგაილ ჯონსონი, რომელიც Fidelity Investments-ს ხელმძღვანელობს. ამ უკანასკნელსაც ქონება მემკვიდრეობით ერგო, თუმცა კომპანიის და პირადი ქონების ზრდა მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *