მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

Forbes-ის 2018 წლის მილიარდერების სიიდან 63-ის ასაკი 40 წელს არ აღემატება. გასულ წელს ახალგაზრდა მილიარდერების რაოდენობა 56-ს შეადგენდა. ახალგაზრდა მილიარდერების სიიდან 34 ე.წ. self-made-ია, მათგან 26 კი ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეობს და ყველა მათგანი კაცია. 

ახალგაზრდა მილიარდერების სიაში 16 ქალია და ყველა მათგანს ქონება მემკვიდრეობით ერგო.  

უკვე მესამე წელია ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების სიის სათავეში, ასაკის მიხედვით, ნორვეგიელი დები ალექსანდრა და კატარინა ანდრესენები არიან. დების ასაკი 21 და 22 წელია და მათ მამამ კომპანია Ferd-ის აქციები 2007 წელს გადაუფორმა. დები $1.4-$1.4 მილიარდს ფლობენ. 

ყველაზე ახალგაზრდა Self-made მილიარდერი ჯონ კოლისონია. 27 წლის ირლანდიელმა, ძმასთან ერთად, საგადახდო სისტემის სტარტაპი Stripe დააფუძნა. კომპანია $9.2 მილიარდადაა შეფასებული. ძმების ქონება ამ ეტაპზე მილიარდ დოლარს აჭარბებს. ჯონ კოლისონი სულ რამდენიმე თვით უმცროსია ევან შპიგელზე, რომელიც Snap-ის თანადამფუძნებელია და $4.1 მილიარდს ფლობს. შპიგელი გასულ წელს Snapchat-ის აპლიკაციის დიზაინის განახლების პროექტს ხელმძღვანელობდა.  

ახალგაზრდა მილიარდერების სიაში წელს პირველად მოხვდა პაველ დუროვი, რომელასც რუსეთის მარკ ცუკერბერგსაც უწოდებენ. 33 წლის დუროვმა რუსეთში პოპულარობით ნომერ მეორე სოციალური ქსელი Vkontakte 2007 წელს შექმნა, როდესაც 22 წლის იყო. Vkontakte-ს დღეს 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 2015 წელს დუროვმა კომპანიის 12%-იანი წილი $300 მილიონ დოლარად გაყიდა.  

ახალგაზრდა მილიარდერებიდან ყველაზე მეტ ქონებას კვლავ მარკ ცუკერბერგი ფლობს. Facebook-ის დამფუძნებელის ქონება $71 მილიარდს აღემატება. მას მოსდევს ჩინელი იანგ ჰუიანი, რომლის ქონებაც $21.9 მილიარდს შეადგენს. 36 წლის მილიარდერს უძრავი ქონების კომპანიის, Country Garden Holdings-ის წილი მამისგან მემკვიდრეობით 2007 წელს ერგო.  

ჯამში პლანეტის 63 ახალგაზრდა მილიარდერი 265 მილიარდ დოლარს ფლობს, რაც 2017 წლის მონაცემზე $57 მილიარდით მეტია. წინა წელთან შედარებით ქონება 30 მათგანს გაეზარდა, ხოლო 11 ახალგაზრდის ქონება კი შემცირდა. 

ჩვენ გირჩევთ

ფორბსის მილიარდერთა 2018 წლის რეიტინგი

პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ფორბსის მილიარდერთა 2018 წლის რეიტინგი

ფორბსის მილიარდერთა 2018 წლის რეიტინგი

ახალგაზრდა მილიარდერები მილიარდერთა რეიტინგი მილიარდერები მარკ ცუკერბერგი ალექსანდრა და კატარინა ანდრესენები

წინა სტატია

თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 45 მილიონი დოლარით შემცირდა
07 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

IMF ეროვნული ბანკის მუშაობას აფასებს
07 მარტი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker