ქვეყნები, საიდანაც საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოდიან

საქართველოში 10 063 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ბოლო წლებია საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა იზრდება. შედარებისთვის, 2016-2017 სასწავლო წლებში მათი რაოდენოაბა 8012 იყო, 2015-2016 სასწავლო წელს კი 6643. 

საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ინდოეთიდანაა და მათი რაოდენობა 3834-ს შეადგენს. 

აზებაიჯანიდან საქართველოში 2691 სტუდენტი სწავლობს. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 263 ეგვიპტელი და 821 ერაყელი  სტუდენტი ირიცხება.

ამასთან, 182 სტუდენტი სწავლობს საქართველოში ისრაელიდან, 161 ირანიდან,  224 კი თურქეთიდან. 115 სტუდენტი ბანგლადეშიდანაა. 

საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით უცხოელი სტუდენტების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 7106 
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება - 192
  • სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი - 2186
  • მეცნიერება - 271
  • საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები - 183 
განათლება უნივერსიტეტები სტუდენტები ინდოეთი

წინა სტატია

რამდენი უნივერსიტეტი და სტუდენტია საქართველოში
07 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე მდიდარი ადამიანები
07 მარტი, 2018
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker