ელექტროავტომობილების იმპორტი 24-ჯერ გაიზარდა

2017 წელს საქართველოში 824 ელექტრომობილი შემოვიდა, 2016 წელს კი მხოლოდ 34. გაზრდილია ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტიც. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 16 514 ჰიბრიდული ავტომობილი შემოვიდა, 2016 წელს კი მხოლოდ 5390. სტატისტიკის სამსახურის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართველები უპირატესობას იაპონურ ელექტრომობილებს ანიჭებენ. იაპონიიდან საქართველოში გასულ წელს 615 ელექტრომობილი შემოვიდა.

ჯამში ელექტროავტომობილების იმპორტმა გასულ წელს 9 მლნ დოლარს გადააჭარბა, იაპონიაზე კი 6.5 მლნ დოლარი  მოდიოდა.

158 ელექტროავტომობილი შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 12 ჩინეთიდან, 11-11 კი იტალიიდან და გერმანიიდან. 8 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა თურქეთიდან, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

ჰიბრიდული ავტომობილები საქართველოში უმეტესად ამერიკიდან შემოდის, - წლიურად აშშ-დან მსგავსი 14 761 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტმა 2017 წელს 89 მლნ დოლარს გადააჭარბა.

ჯამში გასულ წელს საქართველოში 475 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. მათმა რაოდენობამ კი 61 468 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა. შედარებისთვის, 2016 წელს საქართველოში სულ 88 013 ავტომობილი შემოვიდა.

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან ხორციელდება:

აშშ - 32 655 

იაპონია - 17 286 

გერმანია - 4680 

თურქეთი- 1345 

საბერძნეთი - 803 

შეგახსენებთ, რომ უკვე 1 წელზე მეტია ავტომობილების იმპორტზე შეცვლილი საგადასახადო სისტემა მოქმედებს. კერძოდ, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზი გასამმაგდა, 5-წელზე ზევით ავტომობილებზე იმპორტის გადასახადი სხვადასხვა განაკვეთით გაიზარდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.

ჩვენ გირჩევთ

ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლინიკები საქართველოში

აი, რატომ გჭირდებათ ციფრული დეტოქსი

ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლინიკები საქართველოში

ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლინიკები საქართველოში

ელექტროავტომობილები ელექტროავტომობილების იმპორტი იმპორტი

წინა სტატია

ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ქონება - TOP 10
14 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

Most Business Entities Are Registered In Tbilisi
13 მარტი, 2018
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker