აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს ტოვებს

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს ტოვებს. ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადით ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე მიმართა. სებ-ში აცხადებენ, რომ მათთან განაცხადი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით შევიდა.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის. 2007 წლიდან აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს” სახელით ახორციელებს საბანკო საქმიანობას.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველომ გასული წლის მეოთხე კვარტალი 750 960 ლარიანი მოგებით დაასრულა.

ბანკი რამდენიმე შვილობილი ბანკის დახურვას გეგმავს, მათ შორის საქართველოში. ბანკი ხურავს მოსკოვის ფილიალსაც.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი ეროვნული ბანკი

წინა სტატია

ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით ევროკავშირმა რუსეთს გადაასწრო
16 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

ციფრული მედიჩი
19 მარტი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker