რომელ სექტორებში გაიზარდა ხელფასი ყველზე მეტად

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1141 ლარი შეადგინა. 2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 7%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2017 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი 6.7%-ით.

2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად - 23.9%-ით სოფლის მეურნეობის სექტორში გაიზარდა. 21%-ით გაიზარდა ხელფასი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების სექტორში. მე-3 ადგილზე მშენებლობაა 20%-იანი ზრდით.

საშუალო ხელფასი შემცირდა საფინანსო სექტორში (12%-ით) და სასტუმროებსა და რესტორნებში (3%-ით).

2017 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა მშენებლობაში - 1979 ლარი. მეორე ადგილზე საფინანსო საქმიანობაა - 1773 ლარით, ხოლო მესამეზე უძრავი ქონებით ოპერაციებია- 1537 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლებაშია - თვეში 632 ლარი, შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობის სფერო - თვეში საშუალოდ 818 ლარით.

ცხრილ: საშუალო თვიური ხელფასი და ზრდა IV კვარტალში

სექტორი

2016, IV კვ

2017, IV კვ

ზრდა

სოფლის მეურნეობა

661

818

24%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება

1255

1518

21%

მშენებლობა

1644

1979

20%

დამამუშავებელი მრეწველობა

902

1000

11%

ვაჭრობა; ავტომობილების, პირადი მოხმარების საგნების რემონტი

977

1057

8%

განათლება

589

632

7%

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1347

1443

7%

ჯანმრთელობის დაცვა

989

1038

5%

სახელმწიფო მმართველობა

1165

1223

5%

კომუნალური და პერსონალური მომსახურება

876

915

5%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1328

1365

3%

ოპერაციები უძრავი ქონებით

1512

1537

2%

სასტუმროები და რესტორნები

897

867

-3%

საფინანსო საქმიანობა

2024

1773

-12%

სულ

1066

1141

7%

ჩვენ გირჩევთ

ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით ევროკავშირმა რუსეთს გადაასწრო

"საქართველოს კაპიტალი" $500 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით ევროკავშირმა რუსეთს გადაასწრო

ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით ევროკავშირმა რუსეთს გადაასწრო

ხელფასი სოფლის მეურნეუბა დასაქმება

წინა სტატია

Fitch-მა საქართველო რეიტინგი გააუმჯობესა
19 March, 2018

შემდეგი სტატია

წლის საუკეთესო ბიზნესსკოლები
19 March, 2018
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker