GIG "ყაზტრანსგაზ თბილისის" შეძენას გეგმავს

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და "ყაზმუნაიგაზს" შორის "ყასტრანგაზ-თბილისში" წილის გასხვისების შესახებ პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, - ამის შესახებ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ისინი ბოლო პერიოდში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ყაზახურ მხარესთან, „ყაზმუნაიგაზთან“ „ყასტრანგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის გამოსყიდვის შესახებ.

"გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ითვალისწინებს რა ამ საკითხის გარშემო არსებულ ფართო საჯარო ინტერესს, გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საბოლოო სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია გარიგების შესახებ", - აცხადებენ კომპანიაში.

ყაზახური Forbes-ის ცნობით, გარიგების ღირებულება 40 მლნ დოლარია. "ყაზტრანსგაზი" თბილისში 2005 წელს გამოჩნდა და 2009 წელს პირველად გამოთქვა კომპანიის გაყიდვის სურვილი, მას შემდეგ, რაც საქართველოს წინაშე არსებულმა დავალიანებამ 48 მილიონ დოლარს მიაღწია.

კომპანიის გასხვისების შესახებ მოლაპარაკებები 2009 წლიდან მიმდინარეობს.

ამჟამად "ყაზტრანსგაზ თბილისს“ სემეკის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს. გიგლა თამაზაშვილი კომპანიის მმართველის პოსტს 1 აპრილამდე იკავებს.

ჩვენ გირჩევთ

საგადახდო ბარათების პოპულარობა იზრდება

ციფრული მედიჩი

საგადახდო ბარათების პოპულარობა იზრდება

საგადახდო ბარათების პოპულარობა იზრდება

წინა სტატია

წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
20 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

ხატვის კონკურსი ეროვნულ ბანკში
20 მარტი, 2018
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker