საპარტნიორო ფონდის მოგება მცირდება

სახელმწიფოს კუთვნილი საპარტნიორო ფონდის ჯამური აქტივები 2016 წელს 6.9 მილიარდს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2015 წელს ფონდის აქტივები 6.3 მილიარდი იყო.

2016 წელს საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების შემოსავალმა 1.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, 2015 წელს კი 1.3 მილიარდი იყო. ფონდის საოპერაციო მოგება 2016 წელს 353 მლნ-მდე გაიზარდა.

2015 წელი საპარტნიორო ფონდმა 194.7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. 2016 წელს კი ფონდმა 24.2 მლნ ლარის მოგება მიიღო. შედარებისთვის, 2014 წელს ფონდის მოგება 124 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2013 წელს კი ფონდის მოგება 73.5 მილიონს შეადგენდა.

გაზრდილია ფონდის კაპიტალი და იგი 2.7 მლრდ ლარს შეადგენს.

საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ მისი მოგების, ისე როგორც ყველა სხვა ფინანსური მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი განპირობებულია საპარტნიორო ფონდის კუთვნილი კომპანიების მაჩვენებლებით. ამასთან, ფონდის ინფორმაციით, მაჩვენებელი არ ასახავს საინვესტიციო აქტივობას და არც განხორციელებული ინვესტიციბიდან მოგებას. ამასთან საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, რომ აღნიშნული განპირობებული იყო ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული “სავალუტო გადაფასების ზარალიდან". კერძოდ, 2015 წელს ფონდისთვის და მისი შვილობილებისთვის „სავალუტო გადაფასების ზარალმა“ შეადგინა 422.5 მლნ. ლარი, ხოლო 2016 წელს - 226.7 მლნ. ლარი.

„ეს იმის მაუწყებელია, რომ 2015 წლის წმინდა ზარალს ზემოაღნიშნული ხარჯი რომ დავაკლოთ, მივიღებთ 227.8 მლნ. ლარის წმინდა მოგებას, ხოლო 2016 წელს - 250.9 მლნ. ლარის წმინდა მოგებას”, - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

საპარტნიორო ფონდის მმართველობაში ამ ეტაპისთვის არის:

• საქართველოს რკინიგზა - 100% წილი
• საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი
• საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი
• სს თელასი - 24.5% წილი

2016 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" წმინდა მოგება, 2015 წელთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა და 78.0 მლნ. ლარი შეადგინა. 2016 წელს ასევე გაიზარდა GOGC-ს საოპერაციო მოგებაც და 149.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მონაცემზე 65,5%-ით მეტია. 2015 წელს კორპორაციის საოპერაციო მოგება 90,4 მლნ. ლარი იყო, ჯამური აქტივები კი12,6%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა. აგრეთვე გაიზარდა კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2016 წელს მან 633,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 27,9%-ით მეტია. 2015 წელს ეს ციფრი 495,4 მლნ. ლარი იყო.

საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 2016 წელს შემცირდა. წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიის მთლიანი შემოსავლები 23%-ით შემცირდა, ტრანსპორტირების მოცულობა კი წლიურად 16%-ით შემცირდა. 2016 წელს, საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 440 მლნ ლარი იყო, 2015 წელს კი 575 მლნ ლარი. საქართველოს რკინიგზის წმინდა შემოსავლებმა 2016 წელს, 65,1 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სახელმწიფო ელექტროსისტემას, სსე-ს და მისი შვილობილი კომპანიების შემოსავლები 2016 წელს 15%-ით გაიზარდა და 120.2 მლნ ლარი შეადგინა. წლის ბოლოსთვის, კომპანიის ანგარიშზე არსებული ნაღდი ფულის ოდენობა 25.3 მლნ-ს შეადგენდა. წლიური მოგება კი პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაიზარდა 1.1-ჯერ და შეადგინა 73.6 მლნ ლარი.

2016 წელს, სს თელასის მოგება ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა. 2016 წელი კომპანიამ 38,8 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 6,5 მლნ ლარი იყო, 2014 წელს 27 მილიონი. 2013 წელი კომპანიამ 37,8 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2012 წელიკი 24 მილიონი ლარის მოგებით.

გარდა ამისა, საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაშია "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" 100%-იანი წილი, „თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“, რუხის სავაჭრო ცენტრის 100%, „ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის" 50% და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენენ „საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს.

საპარტნიორო ფონდი საქართველოს რკინიგზა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

წინა სტატია

GIG is planning to buy KazTransGaz Tbilisi
20 March, 2018

შემდეგი სტატია

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა
21 March, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker