Telegram-ის ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 200 მილიონს გადააჭარბა

Telegram-ის ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 200 მილიონს გადააჭარბა

ბოლო 30 დღის განმავლობაში Telegram-ით 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და პირველად გადააჭარბა ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა ორასმილიონიან ზღვარს.

ეს, ყველანაირი სტანდარტით, ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. მაგალითად, თუ წარმოვიდგენთ, რომ Telegram-ი სახელმწიფოა, ის მოსახლეობით მსოფლიოში მეექვსე ქვეყანა იქნებოდა. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ზრდისა, ტელეგრამი ჯერ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსგავს აპლიკაციას, WhatsApp-ს, რომლის მფლობელიც Facebook-ია.

Telegram-ის თანადამფუძნებელი, პაველ დუროვი აცხადებს, რომ შექმნის დღიდან, 2013 წლის 13 აგვისტოდან, მოყოლებული, ტელეგრამს მისი არც ერთი მომხმარებლის პეროსნალური მონაცემი არ გაუმჟღავნებია, ის არსებობს ყოველგვარი რეკლამის გარეშე და მხოლოდ მომხმარებელთა მიერ ერთმანეთის მოწვევის ხარჯზე იზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *