კადრები, რომლებსაც ქართველი დამსაქმებლები ყველაზე ხშირად ეძებენ

გამოკითხული საწარმოების 10.4% (10,049 საწარმო) აპირებს ახალი თანამშრომლების დაქირავებას. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალი თანამშრომლების დაქირავების მხრივ ყველაზე აქტუალური ეკონომიკური დარგებია: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (30.6%), დამამუშავებელი მრეწველობა (11.4%), განათლება (8%), მშენებლობა (7.7%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (7%) და ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6.6%).

საწარმოების მიერ დაფიქსირებული პასუხების მიხედვით, საწარმოთა 88.1% აპირებს მუშახელის რაოდენობის გაზრდას. 

რაც შეეხება ვაკანსიებს, 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 5,651 საწარმოს (6%) ჰქონდა სულ 18,868 ვაკანსია, ხოლო გამოკითხვის მომენტისთვის უკვე გამოცხადებული ჰქონდათ 6,084 ვაკანსია.

ახალი თანამშრომლების დაქირავების მხრივ ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ ჯგუფებს წარმოადგენს: 

  • საფინანსო და გაყიდვების სფეროს დამხმარე პერსონალი -  16.1%
  • საზოგადოებრივი და მონათესავე მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალები - 7.5%
  • ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკები -6.1%
  • მოპოვებასა და მშენებლობაზე დასაქმებული მუშები - 6.0%
  • ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალები - 4.9%
  • მძღოლები და მოძრავი ტექნიკური საშუალებების ოპერატორები - 3.8%
  • კვების პროდუქტების მწარმოებელი და მონათესავე პროფესიების მუშაკები - 3.8% 
  • მოდელები, გამყიდველები და საქონლის დემონსტრატორები - 3.2%
  • მოლარეები და მონათესავე სპეციალობების მოსამსახურეები - 3.1%
  • მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის არაკვალიფიციური მუშები - 3.0%.  

ყველაზე მეტად მუშახელის გაზრდაზე ფიქრობს მიკრო (72.2%) და მცირე (20.7%) ზომის საწარმოები. ორგანიზაციების უმრავლესობა, თითქმის ნახევარი (47.3%) მუშახელის გაზრდას ფიქრობს ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის (9.6%) დარგში. ასევე, ახალი თანამშრომლების გაზრდას ვარაუდობენ ისეთ ეკონომიკურ დარგებში როგორიცაა: მშენებლობა (5.7%), განათლება (5.5%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (5%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.7%) და ტრანსპორტირება და დასაწყობება (4.4%). 

2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ვაკანსიების სიმრავლით გამოირჩევა ვაჭრობის (38.5%), დამამუშავებელი მრეწველობის (13.2%), ჯანდაცვის (8.3%), მშენებლობისა (7.2%) და ტურიზმის სფეროს სექტორები (1.9%).

ვაკანსიების შევსების სირთულის ძირითად პროლემურ მიზეზად საწარმოებმა დაასახელეს შრომის ბაზარზე შესაბამისი კვალიფიკაციისა (33.2%) და გამოცდილების (25.5%) მქონე ადამიანების სიმცირე, რაც ერთად აღებული საკმაოდ მნიშვნელოვანია სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისა და საწარმოების წარმატებისათვის. ვაკანსიების შევსების ხელისშემშლელ მიზეზთა შორის ასევე დასახელდა კანდიდატების მცირე რაოდენობა (15.3%), დაბალი ანაზღაურება (13%) და დიდი კონკურენცია სხვა დამსაქმებლებთან (8%).

დასაქმება მუშახელი პროფესიული ჯგუფები

წინა სტატია

საქართველოს საგარეო ვალი 17.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
30 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

ლომბარდებს ყველაზე ხშირად თბილისში მიმართავენ
30 მარტი, 2018
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker